- გახსენით ანოტაცია
- აქვე იხილეთ
გამოყენება:
იდეალურია კომბინირებული და ცხიმიანი კანის მოსავლელად. სარგებლობა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ინდივიდუალურად მორგების მიხედვით. მცირედი სიწითლე დასაშვებია. არ გადააჭარბოთ გამოყენების მითითებულ დროს.
სახის ნიღაბი:
ნახევარი ჩ/კ თიხის ფხვნილი, ერთი ჩ/კ თბილი წყალი (სასურველია გადადუღებული, შესაძლოა ონკანისაც), 3-4 წვეთი ნედლი ზეითუნის ზეთი (არარაფინირებული) აურიეთ და არადენად კონსისტენციამდე მიიყვანეთ. წაისვით სახეზე თვალებსა და ტუჩებიდან მოშორებით, გაიჩერეთ 10-15 წუთი (ინდივიდუალურად დაარეგულირეთ). თიხა არ უნდა გადახმეს სახეზე, თუ მალე შრება, ნამიანი თითებით დაატენიანეთ. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და კანი თქვენთვის სასურველი პროდუქტით დაიტენიანეთ.
აშორებს ჭარბ ცხიმს, არეგულირებს მჟავატუტოვან, ლიპიდურ და ჰიდრობალანსს. კანს სძენს ჯანსაღ იერს, გლუვ ფაქტურას, ამცირებს წვრილ მიმიკურ ნაოჭებს, აყოვნებს ახლის წარმოქმნა-გაღრმავებას.
შესანიშნავია სკალპის მოსავლელადაც. ნახევარი ჩაის კოვზი თიხის ფხვნილი შეურიეთ თქვენს სასურველ შამპუნში, კარგად შეიზილეთ და გაიჩერეთ 2-3 წუთი. გულმოდგინედ ჩამოიბანეთ. ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, აბალანსებს ცხიმის გამოყოფას. ხელს უწყობს ზრდას.
მგრძნობიარე კანისთვის აქვე შეიძინეთ მწვანე თიხა "ილიტი".
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
- მოცულობა: 50 გრ.
სახეობა: თეთრი კოსმეტიკური თიხა - ბენტონიტი.
ფორმა: ფხვიერი. - კანის ტიპი: კომბინირებული და ცხიმიანი
- მოპოვებულია საფრანგეთში, დაფასოებულია საქართველოში
- საჭიროების შემთხვევაში შეძენის დეტალური ინსტრუქციისთვის მთავარი გვერდის ზედა მენიუში მდებარე სექცია "ბლოგი" იხილეთ.