ხშირი კითხვები

კითხვა: როგორ ხდება შეძენა ონლაინ მაღაზიაში?
პასუხი: შესაძენად საჭიროა რეგისტრაცია, მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად და ჯეროვნად შევსება, პროდუქციის შერჩევა, ნაწარმის შესახებ მითითებული ყველა ინფორმაციის ყურადღებით გაცნობა, კალათში დამატება, ყიდვის ღილაკის დაჭერა, გადამოწმება, გადახდაზე გადასვლა, ბარათის VISA ან MASTERCARD მონაცემების შევსება და გადახდაზე დაჭერა. დეტალური ინსტრუქციის გასაცნობად გადადით ამ ბმულზე >> როგორ შევიძინო ონლაინ მაღაზიაში?!

კითხვა: შესაძლებელია თუ არა სხვა ფორმით ანგარიშსწორება?
პასუხი: ონლაინ მაღაზიაში შეძენა და სხვა ფორმით ანგარიშსწორება შესაძლებელი არ არის.

კითხვა: რამდენ ხანში მივიღებ წარმატებულად განთავსებულ შეკვეთას?
პასუხი: თუ შეკვეთა მიმდინარე დღის 12:00 საათამდე შედგა, მიიღებთ მომდევნო სამუშაო დღეს თბილისში. მითითებული დროის შემდეგ განთავსებული შეკვეთა მიწოდებულ იქნება მომდევნოს შემდგომ სამუშაო დღეს -ზეგ-. (არასამუშაო დღეს ნებისმიერ დროს შეკვეთილი მიეწოდება მესამე სამუშაო დღეს). რეგიონებში მიწოდება შესაბამისი პირობებით 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება. დეტალური ინფორმაციისთვის გახსენით >> ზავნის ვადები და ტარიფები

კითხვა: რატომ არის აუცილებელი რეგისტრაცია?
პასუხი: რეგისტრაცია აუცილებელია სერვისის ჯეროვნად და ხარისხიანად შესასრულებლად. საფოსტო საკურიერო სამსახური მხოლოდ დეტალური მისამართისა და სხვა მონაცემების არსებობის შემთხვევაში მოახდენს პროდუქციის ადრესატისთვის მიწოდებას. ინფორმაცია სრულიად კონფიდენციალურია. პირობებს ეცნობით და ეთანხმებით შესყიდვის ბოლო ეტაპზე, გადახდის ღილაკზე დაჭერამდე.

კითხვა: უსაფრთხოა თუ არა ონლაინ შოფინგი?
პასუხი: დიახ, ონლაინ შოფინგი უსაფრთხო და კომფორტულია. გადახდის ეტაპზე გვერდი გადადის ბანკის დაცულ სერვერზე, რომლის შიფრაციაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ყველა მონაცემი არის კოდირებული. გადახდის ინფორმაციას ხედავს და ამუშავებს მხოლოდ ბანკი. 

კითხვა: როგორ გავიგო, რომ შეკვეთა წარმატებულია?
პასუხი: თუ შეკვეთის საფასური სწორად და ჯეროვნად იქნა გადახდილი შესაბამისი ტიპის საბანკო ბარათით, დასტურს მიიღებთ ელფოსტაზე და აისახება zereshop.ge-ს შეკვეთების ისტორიაში. წარუმატებლად გატარებული შეკვეთა არ დატოვებს მსგავს კვალს. წარმატებული შეკვეთის შემდეგ მეორე სამუშაო დღეს შეიცვლება შეკვეთის სტატუსი გაგზავნილზე და სათანადო ელ.ფოსტაზე შეტყობინებასაც მიიღებთ.

კითხვა: რატომ შეიძლება არ შედგეს შეკვეთა?
პასუხი: შეკვეთა შესაძლოა არ გაფორმდეს რამდენიმე მიზეზით: 1) გადასახდელად შერჩეულ საბანკო ბარათზე არ არის საკმარისი თანხა ან ჩარიცხულია, მაგრამ ჯერ არ ასახულა ანგარიშზე; 2) ბარათის შეყვანისას უცაბედად არასწორად აიკრიფა ერთი ან რამდენიმე ციფრი; 3) გადახდის პროცესის მიმდინარეობისას მოხდა კავშირის (ინტერნეტის, სინათლის) წყვეტა ან მომხმარებელმა მიმდინარე ოპერაციის დასრულებამდე გვერდი უკან დააბრუნა.

და ბოლოს: დეტალურ ინფორმაციას პროდუქციის შესახებ შესაძენი ბმულებით იხილავთ ვებმაღაზიის ბლოგზე გახსენით და გაეცანით აქ 

კომენტარები

შეტყობინების დამატება