ბოლოს გამოქვეყნებული ბოლოს გამოქვეყნებული

სასარგებლო ინფორმაცია

თმის აღმდგენ მკვებავი შრატი

07/06/2023
ავტორი Zere Admin Zere
თმის აღმდგენი ბუნებრივი ნატურალური ფორმულა დანამატების გარეშე.
შემადგენლობა: არგანის ზეთი, სეზამის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ალოე ვერას ექსტრაქტი,
ოპუნცია კაქტუსის ზეთი, E ვიტამინი, ზეითუნის ზეთი, სიმინდის ზეთი.
 
აღადგენს, კვებავს და აცოცხლებს თმას, ამცირებს ცვენას, აჯანსაღებს სკალპს და აღადგენს მჟავატუტოვან თუ ჰიდროლიპიდურ ბალანსს. ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, რაც ღერის ჯანმრთელობის საფუძველია. თმა ხდება აბრეშუმივით, სწრაფად იზრდება, დიდხანს ბზინავს და იოლად ივარცხნება. არ შრება, არ ელექტროვდება და ბოლოები არ იყოფა."

ბერძნული ბუნებრივი საცხები

16/03/2019
ავტორი Zere Admin Zere
ფიჭა და ლოკოკინის ექსტრაქტი
ჩვენ ვეძებთ ყველაზე სუფთასა და ნატურალურს მთელ მსოფლიოში, რადგან ვიცით, რომ ჯანმრთელობა და თავის კარგად გრძნობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რითი ვიკვებებით და მოვლის რა საშუალებებს მოვიხმართ. აქ წარმოდგენილი ფიტოპროდუქცია გამოირჩევა მაღალი ბიოაქტიურობით, რადგან დამზადებულია ცივად დამუშავების მეთოდით მიღებული პირველადი ბუნებრივი ნედლეულით და ყველა სასარგებლო კომპონენტი შემადგენლობის ურღვევად აქვს შენარჩუნებული. ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია არ შეიცავს მავნე სინთეტურ დანამატებს, არ გადის ქიმიურ ფილტრაციას და არ არის საზიანო კანისა და თმის, მთლიანობაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ანუ პირიქით, ყოველმხრივ სასარგებლოა.

ახლა ყურედღებას გავამახვილებთ კონკრეტულად ძველი ბერძნული ტრადიციული მეთოდით დამზადებულ სახისა და სხეულის საცხებზე, რომელთაც ფუძედ ნატურალური ფიჭა და კალამატას რეგიონის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული სუფთა ზეითუნის ზეთი აქვთ. სათუთად და საიმედოდ, ხელით მზადდება საბერძნეთში მფლობელის კუთვნილი ზეთისხილის ბაღისა და მეფუტკრეობის ნედლეულით.

1) სხეულისა და სახის ფიჭის საცხი. 
შემადგენლობა: - ფიჭა, პირველადი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, გულყვითელას ექსტრაქტი, 
E ვიტამინი, სხვადასხვა ნატურალური ექსტრაქტი/ეთერზეთი საამო არომატისთვის. საცხი აღადგენს კანს, კვებავს, ებრძვის ნაოჭების წარმოშობა-გაღრმავებას, შესიებას, პიგმენტაციას. აამებს დამწვრობას/დასუსხვას, უხვად ატენიანებს, ამდიდრებს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, შველის გამონაყარს, აკნეს. არბილებს ფეხის ქუსლის და სხვა გარქოვანებულ ზედაპირს, ხელს უწყობს სწრაფ რეგენერაციას. იცავს სტრესისა და გარემო სხვა მავნე ფაქტორების მიერ მიყენებული არსებული და პოტენციური ზიანისგან, აძლევს თანაბარ ფერს, რელიეფს. იდეალურია შხაპის შემდგომ ან აუზზე, ზღვაზე გამოსაყენებლად.  შესაძენად დააჭირეთ აქ >> ფიჭის საცხი ზეითუნით <<

2) სახის ანტიასაკობრივი საცხი ჰიალურონითა და ლოკოკინის ექსტრაქტით:
აქაც მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები: ლოკოკინის შრატი (ექსტრაქტი), ყავის ეთერზეთი, ჰიალურონის მჟავა, ალოე ვერა, ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, გულყვითელას (calendula) ზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, ნატურალური ფიჭა, შიის კარაქი, E ვიტამინი.

ლოკოკინის ექსტრაქტი და ჰიალურონი ახანგრძლივებს კანის ახალგაზრდობას და ნორჩ იერს. ჩაის ხის ზეთი, ისევე როგორც ფიჭა, გარდა ანტისეპტიკური დანიშნულებისა, შემნახველ (კონსერვანტის) ფუნქციასაც ასრულებს და ქიმიურ ემულგატორებს (პარაბენებს) არ საჭიროებს. საცხი მიმართულია სახის კანის გაძლიერება, დაცვა, გაახალგაზრდავებისკენ. აღადგენს და ინარჩუნებს ეპითელიუმის ბუნებრივ კვლავწარმოქმნის თვისებას, ეხმარება რეგენერაციაში, ამცირებს შესიებას, სიმუქეს, მოდუნებას, სიწითლეს. ზრდის დრეკადობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ფერს და ფაქტურას.  შესაძენად დააჭირეთ აქ: >> ანტიასაკობრივი ლოკოკინის შრატით <<  

ნუ გამოიყენებთ თაფლზე ან რომელიმე შემავალ კომპონენტზე ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში. დეტალურ ინფორმაციას სარგებლობისა და შენახვის პირობების შესახებ თითოეული პროდუქტის გვერდზე ანოტაციაში გაეცნობით. შეძენის სახელმძღვანელოს კი წაიკითხავთ აქ: > როგორ უნდა შევუკვეთო პროდუქცია <

შავი საპონი "ბელდი"

20/02/2019
ავტორი Zere Admin Zere
შავი საპონი ყველა ქალის კოსმეტიკის კოლექციაში აუცილებლად უნდა იყოს

Moroccan Beldi (black) soap - მაროკოს შავი საპონი-სკრაბი „ბელდი“

 

100% ნატურალური, მაროკოს მცენარეული შავი საპონი, იგივე ბელდი, აღმოსავლური ორთქლის აბანოს ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. სახელწოდება მომდინარეობს მისი ფერიდან, რომელიც მთავარი ინგრედიენტის, ზეითუნის რბილობის გამო, მუქი მოშავო მწვანე ან ყავისფერია. "Beldi" კი თარგმანში ტრადიციულს, ორიგინალს აღნიშნავს. E ვიტამინით მდიდარი, კარაქისებრი კონსისტენციის მქონე საპონი წინასწარ მარილსა და კალიუმის ჰიდროქსიდში ჩამბალი ზეითუნის რბილობისა და ზეთის ნაზავისგან შედგება. ხშირად არომატისა და მეტი სარგებლიანობისთვის მას სხვა მცენარეულ ეთერზეთებსა და ექსტრაქტებსაც უმატებენ. მე-19 საუკუნეში საპონი ანტიბაქტერიულ დერმატოლოგიურ საშუალებად გამოიყენებოდა, შემდგომ კი, როგოც ნებისმიერი ტიპის კანისათვის შესაბამისმა პროდუქტმა, კოსმეტიკის სფეროშიც ფართო აღიარება მოიპოვა.

ბელდი კანს კარგად ალბობს და პილინგისთვის ამზადებს. ცხელი ორთქლით გაჯერებულ აბანოში/ვანის/შხაპის ოთახში 10 წუთით ყოფნისა და კანის ფორების გაფართოების შემდეგ ხდება ტენიანი სხეულის საპნით დაფარვა (ერთი არასრული ს/კ მოცულობით). 5 წუთის მერე, როდესაც ბელდი გამოიტანს შლაკებსა და ტოქსინებს, სპეციალური ან საშუალო სიუხეშის ხელთათმანით ტანის გახეხვა/პილინგი კეთდება. ამ პროცესში ზედაპირს მკვდარი უჯრედები სცილდება, უმჯობესდება ტურგორი (ლიმფოდრენაჟი და სისხლის მიმოქცევა), თანაბრდება ფაქტურა და ფერი, საგრძნობლად მცირდება თმის ჩაბრუნების, ე.წ. ცელულიტის ალბათობა, იმატებს დამატენიანებელი ან მკვებავი საშუალებების შეწოვის უნარი, ნამზეური კი თანაბრად ეფინება და დიდხანს ძლებს.

შავი საპონი უხვად ატენიანებს, ამშვიდებს კანს და სძენს ხავერდოვნებას. გასახეხად რეკომენდებული გამოყენება - ერთ ან ორ კვირაში ერთხელ. უბრალოდ დასაბანად შესაძლებელია ყოველდღიურად სარგებლობა ჩვეულებრივი საპონივით. შესაძლებელია სახისთვის გამოყენებაც, თუმცა რეკომენდებული უფრო სხეულისთვისაა. სარგებლობის მერე დამატენიანებელი არომაზეთი ან ჩვენი ასორტიმენტის სხვა ნატურალური საშუალება წაისვით.
შესაძენი ბმული >> შავი საპონი ბელდი <<

შის კარაქი (კარიტე)

07/02/2019
ავტორი Zere Admin Zere
შის კარაქი

                                                                     შის ნატურალური კარაქი (კარიტე)
(პრინციპი ერთია ყველა სახეობის ნატურალური კარაქისთვის)
შის კარაქი ფერთა სხვადასხვა ნიუანსის მქონე მყარი მცენარეული ცხიმია. მისი შეფერილობა ქათქათა თეთრიდან სპილოსძვლისფერსა და კრემისფერ-მოყვითალოს შორის სხვაობს.  დნება +32/34 გრადუსზე. შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:

1) პირველადი, ნედლი - ხელით დამუშავებული, გაუფილტრავი, ყველა ვიტამინითა და ბიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტით, რაც მასში ბუნებამ ჩადო. აქვს სპეციფიკური, თხილისებრი არომატი, რომელიც წასმის შემდეგ მალევე გადადის. კონსისტენცია ფშვნადი, ნატეხისებრი.

2) არარაფინირებული - სხვაობა ნედლსა და არარაფინირებულ შის კარაქს შორის უმცირესია და მხოლოდ ფილტრაციაშია. თუმცა ეს არის მარლით გაფილტრვა, რაც არავითარ ქიმიურ ან ტექნოლოგიურ პროცესს არ გულისხმობს. უფრო იოლია ფორმის მიცემა და ნედლისთვის დამახასიათებელი არომატი კვლავ დაყვება.

3) რაფინირებული - ეს ის სახეობაა, რომელიც გადის სხვადასხვა სახის დამუშავებასა და ფილტრაციას, მაგალითად არომატის მოსაშორებლად. არის უაღრესად გლუვი და აქვს უფრო თეთრი შეფერილობა ვიდრე ნედლს ან არარაფინირებულს, თუმცა არ გადის ჰექსანით (ქიმ. ნივთიერება) დამუშავების პროცესს და მაინც საკმაოდ სასარგებლოა.

4) ულტრა-რაფინირებული - გავლილი აქვს ფილტრაციის რამდენიმე ეტაპი და გამოიყენება ძირითადად მასობრივი წარმოების ბრენდულ კოსმეტიკურ საშუალებებში. ამ სახეობის შის კარაქი პრაქტიკულად უსარგებლოა, რადგან დამუშავების პროცესი უკარგავს პირვანდელ სასარგებლო შემადგენლობას. ითვლება საკმაოდ არაჯანსაღად და სხვადასხვა სახის სინთეტური ქიმიური მინარევებით ზავდება.

შის კარაქს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია და გამოყენება ჩვილობის ასაკიდან არის რეკომენდებული. ანაცვლებს ბევრ ქიმიურ შემადგენლობიან საშუალებას, სათუთად უვლის და აჯანსაღებს კანსა და თმას. ატენიანებს, კვებავს, აძლიერებს ტურგორს, აღადგენს და ინარჩუნებს ჰიდრო/ლიპიდურ/მჟავატუტოვან ბალანსს, აქვს მზისგან დამცავი ბუნებრივი ფილტრი SP 6, აამებს დამწვრობას, ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას, იარებისა და ნაკბენის, ნაკაწრების მოშუშებას, ხსნის კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმულობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოშობას და გაღრმავებას, ფერსა და რელიეფს აუმჯობესებს.  შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ასევე სხვა ნატურალურ მცენარეულ ზეთებთან კომბინაციაში გამოყენება.

შის კარაქი კარიტეს ხისგან, კერძოდ თხილნაყოფისგან მიიღება. ის გავს ქოქოსს, თუმცა შედარებით მცირე ზომისაა. იზრდება დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. ნაყოფს  20-25 წლის შემდეგ იძლევა. კარიტეს სიცოცხლის ხესაც უწოდებენ, რადგან მცენარის სხვადასხვა ნაწილი საკვებად, მედიკამენტად, დასაბან საშუალებადაც გამოიყენება. ნაყოფიდან ცხიმის ამოღება ხდება ორი - ტრადიციული (ხელით) და სამრეწველო (ქიმიური საშუალებებით) მეთოდით.

შის კარაქი განსაკუთრებით ეფექტურია, როგორც დამატენიანებელი, რადგან შეიცავს დიდი ოდენობით ცხიმოვან მჟავებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია კანის ელასტიურობისა და ტენიანობის შენარჩუნებისთვის. ნედლ ან არარაფინირებულ შიის კარაქს საკვების დასამზადებლადაც იყენებენ.

კარიტე ებრძვის კანზე სიმშრალით გამოწვეულ ნახეთქებს, აკნეს, ნაიარევის ან სტრიების კვალს, კონტაქტურ დერმატიტს, აქერცვლას. არის ფსორიაზის სამკურნალო პროფილაქტიკური პროდუქტი და რეკომენდებულია კანზე შენიშნული ალერგიული რეაქციების მოსახსნელადაც. თუმცა თხილის სხვადასხვა სახეობაზე აღნიშნული ალერგიული რეაქციის შემთხვევაში კარიტეს გამოყენებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო.

გარდა კანისა კარიტე თმასაც შესანიშნავად უვლის. ამყარებს ფესვს, ასუფთავებს და კვებავს სკალპს, რაც თავისთავად თმის ღერს მთელ სიგრძეზე აძლიერებს. მატებს მოცულობას, ტენსა და ბზინვარებას. ხელს უწყობს ზრდის რეგულირებას.

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის არარაფინირებულსა და რაფინირებულ შის კარაქს განადან. ნატურალური პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე. ასაკისა და კანის ტიპის მიხედვით შეზღუდვა არ გააჩნია. 
ონლაინ შესაძენად გადადით ამ ბმულზე >> SHEA BUTTER << >> UNREFINED SHEA BUTTER <<

                                                 Shea Butter

როგორ ხდება ონლაინ შეკვეთა

19/09/2018
ავტორი Zere Admin Zere

ვებ მაღაზიით პროდუქციის შეძენა საკმაოდ იოლია და ერთხელ რეგისტრაციის შემდეგ მხოლოდ მარტივი ავტორიზაციით შეძლებთ სისტემაში შესვლას (მეილი/პაროლი).

რა უნდა გქონდეთ:
1) აქტიური ელ.ფოსტა (ან შექმნათ ახალი)
2) VISA ან MASTERCARD საბანკო ბარათი.
3) პირადობის მოწმობა
4) მისამართი

იმისათვის რომ შესაძენად შერჩეული პროდუქციის კალათში დამატება შეძლოთ, თავდაპირველად გაიარეთ >> რეგისტრაცია << , სტანდარტული პროცედურა ნებისმიერი მსგავსი ელექტრონული კომერციის სისტემისთვის. ყველა მონაცემი აუცილებლია იყოს ზუსტი და დეტალური, რათა არ მოხდეს შეფერხება მიწოდებაში ან არ გაუქმდეს, ვერ განხორციელდეს შეკვეთა. ერთი ან რამდენიმე პროდუქტის კალათში მოთავსების შემდეგ თუ შერჩევა დასრულებულია, აჭერთ ყიდვას და მიყვებით ეტაპობრივად, გზად ყველა აღნიშვნასა და წარწერას დაკვირვებით ეცნობით. კითხულობთ მომსახურების პირობებს და აჭერთ პატარა კვადრატს "გავეცანი და ვეთანხმები". !! მომდევნო საფეხური გადახდაზე გადასვლაა. ღილაკის დაჭერის შემდეგ გაიხსნება ბანკის დაცული გვერდი, სადაც შეიყვანთ პერსონალურსა და საბანკო ბარათის (საქართველოში გამოცემული ვიზა ან მასთერქარდი VISA/MC) მონაცემებს და გადაიხდით. დასრულების შემდეგ შეკვეთა აისახება თქვენს ანგარიშში ვებ მაღაზიაში და აგრეთვე მიიღებთ ელ.ფოსტაზე. შეძენის დასრულებამდე შესაძლებელია პროდუქციის კალათშივე მოდიფიკაცია: რაოდენობის ან სახეობის დამატება, გამოკლება, შეცვლა - დასრულევისას დააჭირეთ გადათვლას. მიიღეთ პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის ელექტრონულად განთავსებიდან 2 სამუშაო დღეში თბილისში და მის შემოგარენში ან 3-5️⃣სამუშაო დღეში რეგიონებში. 150 ლარიდან გზავნა ყველგან უფასოა. გზავნის პირობების გასაცნობად აქ დააჭირეთ >> "გზავნა და მიწოდება" << 

!! შევსებისას ქალაქის ველში სიტყვიერად წერთ სათანადო ქალაქს - "თბილისი, ბათუმი" ან სხვა - ჩამოსახსნელი მენიუდან "ქვეყანა ან თბილისის შემოგარენი" ირჩევთ "საქართველოს" როცა უკვეთავთ თბილისში ან რეგიონში - ხოლო
 თუ უკვეთავთ დედაქალაქის მომიჯნავე მიდამოებში, რეგიონის გრაფაში უთითებთ: წყნეთი, ზაჰესი, კოჯორი, ფონიჭალა, სოფ. დიღომი და სხვა, არჩევთ "თბილისი (შემოგარენი)" [იხილეთ ილუსტრაცია] !! 

ანკეტის ფორმა
სოფლის ან დაბის შემთხვევაში ირჩევთ: "სოფელი/დაბა" და რაიონში ხელით წერთ დასახელებას. !! მაგ.: აჭარა, იმერეთი, გურია, ქვემო ქართლი და სხვა !!
შევსების მაგალითი

!!ქუჩის მიხედვით საფოსტო ინდექსის მარტივად მოსაძიებლად საქართველოს ფოსტის ინდექსების საძიებელი გვერდი გამოიყენეთ - დააჭირეთ >> ინდექსის ძიება << !!

პროდუქცია შეარჩიეთ ვებმაღაზიის სათანადო მენიუებში ან გამოიყენეთ ძებნის ველი. თითოეულ შესაბამის პროდუქტს ერთვის სათანადო ანოტაცია. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე აქ >> კავშირი <<

დისტანციური შოფინგი 21-ე საუკუნის ადამიანის პრივილეგიაა.
მოიმარჯვეთ საბანკო ბარათი და წინ ახალი შენაძენისაკენ! <3



რჩევები კანის სწორად მოსავლელად

16/04/2018
ავტორი Zere Admin Zere

ეს მნიშვნელოვანია:

- სრულად ნატურალური, უსაფრთხო, უმინარევო და უაღრესად სასარგებლო ფიტოპროდუქციის შესაძენად იხილეთ ჰორიზონტალური მენიუ ზეოთ (მობილურის შემთხვევაში ჩამოსაშლელი მენიუ მარცხნივ). დააჭირეთ თეთრ წარწერებს კატეგორიების გასახსნელად. - www.zereshop.ge -

სახის დაბანვისას დამატენიანებელი საშუალების გამოყენებამდე კანის სრულად გამშრალება არასწორია. ეს ამცირებს ტენის შეკავების შესაძლებლობას. გარდა ამისა მშრალზე აქტიური ინგრედიენტები უფრო რთულად შეიწოვება და შესაძლოა მსუბუქი გაღიზიანებაც გამოიწვიოს.
დატოვეთ ზედაპირი ოდნავ ნამიანი ზეთის ან საცხის დატანამდე.

უმეტესობა სახეს დღეში ერთხელ ან ორჯერ იბანს. ეს ოპტიმალურ სიხშირედაა მიჩნეული. თუმცა მგრძნობიარე ან მშრალი კანისთვის შესაძლოა ზედმეტი და არასასურველიც აღმოჩნდეს. გამოშრობა იწვევს ცხიმის ჭარბწარმოქმნის სტიმულაციას, რის გამოც ირღვევა მჟავატუტოვანი ან ლიპიდური ბალანსი და შესაძლოა მოყვეს ისეთი შედეგი, როგორიცაა გამონაყარი, არაჯანსაღი იერი. დაუშვებელია ცხელი წყლის გამოყენება, როგორც თავის, აგრეთვე სახის დაბანვისას.

რაც მეტია საცხში ინგრედიენტთა სია და სინთეტური ქიმიური შემადგენლობა, მით ნაკლებია კანისთვის მასში მცირედ შემავალი ბუნებრივი საშუალებების სარგებელი. გამოიყენეთ მარტივი, ნატურალური ნივთიერებები, რომლებიც გარდა ხელმისაწვდომობისა, სათუთად აცილებს დღის განმავლობაში მოგროვილ ჭუჭყს. (მაგალითად ნატურალური ჰიდროლატები.)

თუ ერიდებით ნატურალური ზეთების მოხმარებას იმ მოსაზრებით, რომ ისინი ფორებს ბლოკავენ, ნამდვილად ცდებით. რამდენადაც წარმოუდგენლად არ უნდა ჟღერდეს, არგანისა და ოპუნციის ზეთი ანეიტრალებს კანის ცხიმს, ხელს უწყობს ფორების ღრმად ამოწმენდას, უქმნის თავისუფლად სუნთქვის საშუალებას და აგვარებს სხვადასხვა სახის პრობლემებს. მათი კომედოგენურობის ინდექსი = 0 (სახისთვის არასასურველი და მეტად კომედოგენური ზეთებია: ქოქოსი/კაკაო/პურის თავთავი)

მუდამ ეცადეთ შეარჩიოთ საშუალებები ხელოვნური საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე. მათი ქიმიური შემადგენლობა საკმაო რაოდენობით გამაღიზიანებელს შეიცავს და ზრდის ალერგიული რეაქციის წარმოშობის ალბათობას!

- ტყუილია მითი, რომ თითქოს აბუსალათინის ან ნებისმიერ სხვა მცენარეულ ზეთს ბეწვი ამოყავს. ეს არასოდეს მოხდება, თუ ადამიანს არ აქვს ჰორმონული დარღვევა და უკვე სხვა მიზეზია საკვლევი.

P.S. კანის ღრმა წმენდა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს ზიანდება დერმის დამცავი ფენა და მავნე ბაქტერიები ბევრად იოლად აღწევენ შრეებში, რაც შედეგად ანთებით პროცესებსა და აკნეს იწვევს. კანი თავად ახლდება ყოველ 3-4 კვირაში და სახლის პირობებში მსუბუქი პილინგი მოსავლელად სრულებით საკმარისია.

მცენარეულ ზეთთა სამყაროს მეფენი

16/04/2018
ავტორი Zere Admin Zere
არგანისა და კაქტუსის პირველადი ზეთები
ჩვენ შემოგვაქვს ზეთები მცირე პარტიებითა და ექსპრეს ტრანსპორტირებით იმისათვის, რომ დიდხანს არ დაყოვნდეს გზაში ან დახლზე, მუდამ ახალი, ცინცხლად დაწურული და ჩამოსხმული პროდუქცია შემოგთავაზოთ. - www.zereshop.ge
მაროკოს მკვიდრი ტუარეგების ტომის ქალების ხანგრძლივი სილამაზის მრავალსაუკუნოვანი საიდუმლო, არგანი (Argania Spinosa), ნაჭუჭიანი ნაყოფის მომცემი ხეა, რომელიც მხოლოდ ამ სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იზრდება. მისი ზეთი უიშვიათეს მრავალფუნქციურ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ერთნაირად უხდება ყვლა ტიპის კანსა და თმას. „New York Times“-ის მიერ თხევად ოქროდ წოდებული არგანის ზეთის პოპულარობა სულ უფრო იზრდება და ანაცვლებს ცნობილ ქიმიურ კოსმეტიკურ პრეპარატებს. ორგანული ანტიოქსიდანტები, პოლიფენოლები, სკვალენი, კაროტენი, ომეგა6/9, E ვიტამინი აყოვნებს დაბერებას, ზრდის კანის დრეკადობას, ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის ბუნებრივად გამომუშავების გახანგრძლივებას და სინთეტური საშუალებების მსგავსად კი არ ანაცვლებს მათ, არამედ ასტიმულირებს, ამყარებს არასახარბიელო ეკო-გარემოსადმი მედეგობას, კვებავს, ატენიანებს და კურნავს ზიანს. უებარია ნებისმიერი ტიპის კანის საფარისთვის და თმისთვის, ახდენს სტრიებისა და ცელულიტის პრევენცია-შემცირებას, რეკომენდებულია ჩვილთა მასაჟისთვის. კოსმეტიკური, 100% ნატურალური არგანის ზეთის შეფერილობა მოოქროსფერო ყვითელია და აქვს მსუბუქი, სასიამოვნო, თხილის მსგავსი არომატი. დიდი მოთხოვნისა და ენდემური წარმოშობა-წარმოების გამო სამწუხაროდ ძალიან ხშირია გაზავებისა და გაყალბების შემთხვევები. ნუ წამოეგებით, გაფრთხილდით, თუ ზეთი სრულიად უარომატო ან მომწარო სუნის მქრალი/სუსტი ყვითელია - გაზავებულია ზეითუნის, მზესუმზირის ან სხვა ზეთით/სითხით, რაც კუთვნილ თვისებებსა და სარგებლიანობას სრულად უკარგავს. სპეციალურად დაფერილი შუშის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: "100% სუფთა არგანის ზეთი - დამზადებულია მაროკოში ან მოწოდებულია მაროკოდან". სათავსი აუცილებლად უნდა იყოს შუშის(!). მუქი დიდი ხნით ინახავს ბიოლოგიურად აქტიურ ინგრედიენტებს და გახსნიდან 6 თვემდე არის დაშვებული სარგებლობა. გამჭვირვალე შუშის ჭურჭელს არ გააჩნია შენახვისათვის საჭირო მსგავსი თვისებები და ამდენად 1-2 თვეში სითხე უკვე კარგავს ძალას. (უფრო სწრაფად უნდა იქნას გამოყენებული). არგანის ზეთი ბუნებამ უხვად შეაზავა ყველა ძვირფასი და აუცილებელი კომპონენტით. თქვენი მისია ახალგაზრდობის, ჯანსაღი იერის, სხივმფენი თმის, მკვრივი კანის, ძლიერი ფრჩხილებისა და ფაქიზი ტუჩების შესანარჩუნებლად ამ მზა ელექსირით სარგებლობაა. [არგანის ხე შესულია UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის კატალოგში და მისით განაშენიანებული ტერიტორია დაცულია, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტი http://www.unesco.org/culture/ich/en/RL/00955] - შესაძენი ბმული >> ARGAN OIL <<
მეორე უმნიშვნელოვანესი ზეთია Prickly pear seed oil, იგივე Barbary fig seed oil, opuntia ficus indica ან მარტივად ოპუნცია კაქტუსის თესლის ზეთი. ხანდახან მოხსენიებული როგორც ეკლიანი მსხალი, ის მშრალი და ნახევრადმშრალი ჰავის, უდაბნოების მცენარეა. ერთი ლიტრი ზეთის მისაღებად 8 ტონა თესლი და 500კგ. ნაყოფია საჭირო, ამიტომ დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე რთულად წარმოებად და ძვირფას, ძვირიან ზეთად ითვლება. მიიღება თერმული დამუშავების გარეშე, ცივი დაწურვის მეთოდით, რაც სრულად უნარჩუნებს ვიტამინებსა და სასარგებლო თვისებებს. ზეთი არის მშრალი კატეგორიის, არაკომედოგენური და ჰიპოალერგიული, ადვილად იწოვება კანში, რეგენერაციისა და აღდგენის ძლიერი უნარი აქვს. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ შეიცავს სხვა ზეთებზე ბევრად მეტი ოდენობით E “ახალგაზრდობის” ვიტამინს (895მგ/კგ), ომეგა ცხიმოვან მჟავებს, რაც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, კანის დაბერებას, კვებავს და ატენიანებს. აქვს დამამშვიდებელი, მოქნილობის ამამაღლებელი, ანტიმიკრობული ზემოქმედება. ასტიმულირებს კანში კოლაგენის ბუნებრივად წარმოქმნას, სისხლის მიმოქცევას, რითაც ახალი უჯრედების წარმოშობის ფუნქციას ზრდის. გარდა ჩამოთვლილისა, შეიცავს K ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ირგვლივ შავი რგოლების, პიგმენტაციის შემცირებაში და ხელს უწყობს ელასტიურობის ამაღლება-შენარჩუნებას. ფერი - მომწვანო ყვითელი, არომატი მეტნაკლებად სხვაობს მოსავლის აღების სეზონურობისა და ამინდის გათვალისწინებით. სტაბილურად სარგებლობისას არგანის ზეთის მსგავსად გააჩნია ყველა თვისება კანის სინორჩის უინექციოდ და სინთეტური პრეპარატების გარეშე შესანარჩუნებლად. უფრო ეფექტურია 30+ ასაკიდან. (არგანი მოიხმარება ჩვილობიდან) სამწუხაროდ არგანის მსგავსად კაქტუსიც ხშირად ხდება გაყალბების ობიექტი, კომერციული მოგების გაზრდის მიზნით აზავებენ, ყიდიან არა თესლის, არამედ მცენარის რბილობის წყალში ჩალბობით მიღებულ წვენ-ზეთს, არასწორად აფასოებენ და სხვა. ზეთის ფასი საერთაშირისო საცალო ბაზარზე 40-150$ ფარგლებშია (5მლ.-დან)


არგანისა და კაქტუსის ორიგინალი ზეთები საკმაოდ ძვირია. ჩვენ გვაქვს საშუალება შეღავათიან ფასად შემოგთავაზოთ სრული ასორტიმენტი, რამდენადაც იმპორტი ხდება პირდაპირ წარმოებიდან, სპეციალური პირობებით გადამყიდველებისა და სხვა შუამავლების მონაწილეობის გარეშე. შესაძენი ბმული >> Prickly Pear Seed Oil <<

კომენტარები

შეტყობინების დამატება