Moroccan Beldi (black) soap - მაროკოს შავი საპონი-სკრაბი „ბელდი“
100% ნატურალური, მაროკოს მცენარეული შავი საპონი, იგივე ბელდი, აღმოსავლური ორთქლის აბანოს ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. სახელწოდება მომდინარეობს მისი ფერიდან, რომელიც მთავარი ინგრედიენტის, ზეითუნის რბილობის გამო, მუქი მოშავო მწვანე ან ყავისფერია. "Beldi" კი თარგმანში ტრადიციულს, ორიგინალს აღნიშნავს. E ვიტამინით მდიდარი, კარაქისებრი კონსისტენციის მქონე საპონი წინასწარ მარილსა და კალიუმის ჰიდროქსიდში ჩამბალი ზეითუნის რბილობისა და ზეთის ნაზავისგან შედგება. ხშირად არომატისა და მეტი სარგებლიანობისთვის მას სხვა მცენარეულ ეთერზეთებსა და ექსტრაქტებსაც უმატებენ. მე-19 საუკუნეში საპონი ანტიბაქტერიულ დერმატოლოგიურ საშუალებად გამოიყენებოდა, შემდგომ კი, როგოც ნებისმიერი ტიპის კანისათვის შესაბამისმა პროდუქტმა, კოსმეტიკის სფეროშიც ფართო აღიარება მოიპოვა.
შის ნატურალური კარაქი (კარიტე)
(სარგებლობის პრინციპი ერთია ყველა სახეობის ნატურალური კოსმეტიკური კარაქისთვის)
შის კარაქი ფერთა სხვადასხვა ნიუანსის მქონე მყარი მცენარეული ცხიმია. მისი შეფერილობა ქათქათა თეთრიდან სპილოსძვლისფერსა და კრემისფერ-მოყვითალოს შორის სხვაობს. დნება +32/34 გრადუსზე. შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:
1) პირველადი, ნედლი - ხელით დამუშავებული, გაუფილტრავი, ყველა ვიტამინითა და ბიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტით, რაც მასში ბუნებამ ჩადო. აქვს სპეციფიკური, თხილისებრი არომატი, რომელიც წასმის შემდეგ მალევე გადადის. კონსისტენცია ფშვნადი, ნატეხისებრი.
2) არარაფინირებული - სხვაობა ნედლსა და არარაფინირებულ შის კარაქს შორის უმცირესია და მხოლოდ ფილტრაციაშია. თუმცა ეს არის მარლით გაფილტრვა, რაც არავითარ ქიმიურ ან ტექნოლოგიურ პროცესს არ გულისხმობს. უფრო იოლია ფორმის მიცემა და ნედლისთვის დამახასიათებელი არომატი კვლავ დაყვება.
3) რაფინირებული - ეს ის სახეობაა, რომელიც გადის სხვადასხვა სახის დამუშავებასა და ფილტრაციას, მაგალითად არომატის მოსაშორებლად. არის უაღრესად გლუვი და აქვს უფრო თეთრი შეფერილობა ვიდრე ნედლს ან არარაფინირებულს, თუმცა არ გადის ჰექსანით (ქიმ. ნივთიერება) დამუშავების პროცესს და მაინც საკმაოდ სასარგებლოა.
4) ულტრა-რაფინირებული - გავლილი აქვს ფილტრაციის რამდენიმე ეტაპი და გამოიყენება ძირითადად მასობრივი წარმოების ბრენდულ კოსმეტიკურ საშუალებებში. ამ სახეობის შის კარაქი პრაქტიკულად უსარგებლოა, რადგან დამუშავების პროცესი უკარგავს პირვანდელ სასარგებლო შემადგენლობას. ითვლება საკმაოდ არაჯანსაღად და სხვადასხვა სახის სინთეტური ქიმიური მინარევებით ზავდება.
შის კარაქს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია და გამოყენება ჩვილობის ასაკიდან არის რეკომენდებული. ანაცვლებს ბევრ ქიმიურ შემადგენლობიან საშუალებას, სათუთად უვლის და აჯანსაღებს კანსა და თმას. ატენიანებს, კვებავს, აძლიერებს ტურგორს, აღადგენს და ინარჩუნებს ჰიდრო/ლიპიდურ/მჟავატუტოვან ბალანსს, აქვს მზისგან დამცავი ბუნებრივი ფილტრი SP 6, აამებს დამწვრობას, ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას, იარებისა და ნაკბენის, ნაკაწრების მოშუშებას, ხსნის კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმულობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოშობას და გაღრმავებას, ფერსა და რელიეფს აუმჯობესებს. შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ასევე სხვა ნატურალურ მცენარეულ ზეთებთან კომბინაციაში გამოყენება.
შის კარაქი კარიტეს ხისგან, კერძოდ თხილნაყოფისგან მიიღება. ის გავს ქოქოსს, თუმცა შედარებით მცირე ზომისაა. იზრდება დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. ნაყოფს 20-25 წლის შემდეგ იძლევა. კარიტეს სიცოცხლის ხესაც უწოდებენ, რადგან მცენარის სხვადასხვა ნაწილი საკვებად, მედიკამენტად, დასაბან საშუალებადაც გამოიყენება. ნაყოფიდან ცხიმის ამოღება ხდება ორი - ტრადიციული (ხელით) და სამრეწველო (ქიმიური საშუალებებით) მეთოდით.
შის კარაქი განსაკუთრებით ეფექტურია, როგორც დამატენიანებელი, რადგან შეიცავს დიდი ოდენობით ცხიმოვან მჟავებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია კანის ელასტიურობისა და ტენიანობის შენარჩუნებისთვის.
კარიტე ებრძვის კანზე სიმშრალით გამოწვეულ ნახეთქებს, აკნეს, ნაიარევის ან სტრიების კვალს, კონტაქტურ დერმატიტს, აქერცვლას. არის ფსორიაზის სამკურნალო პროფილაქტიკური პროდუქტი და რეკომენდებულია კანზე შენიშნული ალერგიული რეაქციების მოსახსნელადაც. თუმცა თხილის სხვადასხვა სახეობაზე აღნიშნული ალერგიული რეაქციის შემთხვევაში კარიტეს გამოყენებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო.
გარდა კანისა კარიტე თმასაც შესანიშნავად უვლის. ამყარებს ფესვს, ასუფთავებს და კვებავს სკალპს, რაც თავისთავად თმის ღერს მთელ სიგრძეზე აძლიერებს. მატებს მოცულობას, ტენსა და ბზინვარებას. ხელს უწყობს ზრდის რეგულირებას. ასევე ამყარებს, აძლიერებს ფრჩხილსაც
ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის არარაფინირებულსა და რაფინირებულ შის კარაქს განადან. ნატურალური პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე. ასაკისა და კანის ტიპის მიხედვით შეზღუდვა არ გააჩნია.
ონლაინ შესაძენად გადადით ამ ბმულზე >> SHEA BUTTER -
ვებ მაღაზიით პროდუქციის შეძენა საკმაოდ იოლია და ერთხელ რეგისტრაციის შემდეგ მხოლოდ მარტივი ავტორიზაციით შეძლებთ სისტემაში შესვლას (მეილი/პაროლი).
რა უნდა გქონდეთ:
1) აქტიური ელ.ფოსტა (ან შექმნათ ახალი)
2) VISA ან MASTERCARD საბანკო ბარათი.
3) პირადობის მოწმობა
4) მისამართი
იმისათვის რომ შესაძენად შერჩეული პროდუქციის კალათში დამატება შეძლოთ, თავდაპირველად გაიარეთ >> რეგისტრაცია << , სტანდარტული პროცედურა ნებისმიერი მსგავსი ელექტრონული კომერციის სისტემისთვის. ყველა მონაცემი აუცილებლია იყოს ზუსტი და დეტალური, რათა არ მოხდეს შეფერხება მიწოდებაში ან არ გაუქმდეს, ვერ განხორციელდეს შეკვეთა. ერთი ან რამდენიმე პროდუქტის კალათში მოთავსების შემდეგ თუ შერჩევა დასრულებულია, აჭერთ ყიდვას და მიყვებით ეტაპობრივად, გზად ყველა აღნიშვნასა და წარწერას დაკვირვებით ეცნობით. კითხულობთ მომსახურების პირობებს და აჭერთ პატარა კვადრატს "გავეცანი და ვეთანხმები". !! მომდევნო საფეხური გადახდაზე გადასვლაა. ღილაკის დაჭერის შემდეგ გაიხსნება ბანკის დაცული გვერდი, სადაც შეიყვანთ პერსონალურსა და საბანკო ბარათის (საქართველოში გამოცემული ვიზა ან მასთერქარდი VISA/MC) მონაცემებს და გადაიხდით. დასრულების შემდეგ შეკვეთა აისახება თქვენს ანგარიშში ვებ მაღაზიაში და აგრეთვე მიიღებთ ელ.ფოსტაზე. შეძენის დასრულებამდე შესაძლებელია პროდუქციის კალათშივე მოდიფიკაცია: რაოდენობის ან სახეობის დამატება, გამოკლება, შეცვლა - დასრულევისას დააჭირეთ გადათვლას. მიიღეთ პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის ელექტრონულად განთავსებიდან 2 სამუშაო დღეში თბილისში და მის შემოგარენში ან 3-5️⃣სამუშაო დღეში რეგიონებში. 150 ლარიდან გზავნა ყველგან უფასოა. გზავნის პირობების გასაცნობად აქ დააჭირეთ >> "გზავნა და მიწოდება" <<
!! შევსებისას ქალაქის ველში სიტყვიერად წერთ სათანადო ქალაქს - "თბილისი, ბათუმი" ან სხვა - ჩამოსახსნელი მენიუდან "ქვეყანა ან თბილისის შემოგარენი" ირჩევთ "საქართველოს" როცა უკვეთავთ თბილისში ან რეგიონში - ხოლო თუ უკვეთავთ დედაქალაქის მომიჯნავე მიდამოებში, რეგიონის გრაფაში უთითებთ: წყნეთი, ზაჰესი, კოჯორი, ფონიჭალა, სოფ. დიღომი და სხვა, არჩევთ "თბილისი (შემოგარენი)" [იხილეთ ილუსტრაცია] !!
სოფლის ან დაბის შემთხვევაში ირჩევთ: "სოფელი/დაბა" და რაიონში ხელით წერთ დასახელებას. !! მაგ.: აჭარა, იმერეთი, გურია, ქვემო ქართლი და სხვა !!
!!ქუჩის მიხედვით საფოსტო ინდექსის მარტივად მოსაძიებლად საქართველოს ფოსტის ინდექსების საძიებელი გვერდი გამოიყენეთ - დააჭირეთ >> ინდექსის ძიება << !!
პროდუქცია შეარჩიეთ ვებმაღაზიის სათანადო მენიუებში ან გამოიყენეთ ძებნის ველი. თითოეულ შესაბამის პროდუქტს ერთვის სათანადო ანოტაცია. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე აქ >> კავშირი <<
დისტანციური შოფინგი 21-ე საუკუნის ადამიანის პრივილეგიაა.
მოიმარჯვეთ საბანკო ბარათი და წინ ახალი შენაძენისაკენ! <3
✅ ეს მნიშვნელოვანია:
- სრულად ნატურალური, უსაფრთხო, უმინარევო და უაღრესად სასარგებლო ფიტოპროდუქციის შესაძენად იხილეთ ჰორიზონტალური მენიუ ზეოთ (მობილურის შემთხვევაში ჩამოსაშლელი მენიუ მარცხნივ). დააჭირეთ თეთრ წარწერებს კატეგორიების გასახსნელად. - www.zereshop.ge -
სახის დაბანვისას დამატენიანებელი საშუალების გამოყენებამდე კანის სრულად გამშრალება არასწორია. ეს ამცირებს ტენის შეკავების შესაძლებლობას. გარდა ამისა მშრალზე აქტიური ინგრედიენტები უფრო რთულად შეიწოვება და შესაძლოა მსუბუქი გაღიზიანებაც გამოიწვიოს.
დატოვეთ ზედაპირი ოდნავ ნამიანი ზეთის ან საცხის დატანამდე.
უმეტესობა სახეს დღეში ერთხელ ან ორჯერ იბანს. ეს ოპტიმალურ სიხშირედაა მიჩნეული. თუმცა მგრძნობიარე ან მშრალი კანისთვის შესაძლოა ზედმეტი და არასასურველიც აღმოჩნდეს. გამოშრობა იწვევს ცხიმის ჭარბწარმოქმნის სტიმულაციას, რის გამოც ირღვევა მჟავატუტოვანი ან ლიპიდური ბალანსი და შესაძლოა მოყვეს ისეთი შედეგი, როგორიცაა გამონაყარი, არაჯანსაღი იერი. დაუშვებელია ცხელი წყლის გამოყენება, როგორც თავის, აგრეთვე სახის დაბანვისას.
რაც მეტია საცხში ინგრედიენტთა სია და სინთეტური ქიმიური შემადგენლობა, მით ნაკლებია კანისთვის მასში მცირედ შემავალი ბუნებრივი საშუალებების სარგებელი. გამოიყენეთ მარტივი, ნატურალური ნივთიერებები, რომლებიც გარდა ხელმისაწვდომობისა, სათუთად აცილებს დღის განმავლობაში მოგროვილ ჭუჭყს. (მაგალითად ნატურალური ჰიდროლატები.)
თუ ერიდებით ნატურალური ზეთების მოხმარებას იმ მოსაზრებით, რომ ისინი ფორებს ბლოკავენ, ნამდვილად ცდებით. რამდენადაც წარმოუდგენლად არ უნდა ჟღერდეს, არგანისა და ოპუნციის ზეთი ანეიტრალებს კანის ცხიმს, ხელს უწყობს ფორების ღრმად ამოწმენდას, უქმნის თავისუფლად სუნთქვის საშუალებას და აგვარებს სხვადასხვა სახის პრობლემებს. მათი კომედოგენურობის ინდექსი = 0 (სახისთვის არასასურველი და მეტად კომედოგენური ზეთებია: ქოქოსი/კაკაო/პურის თავთავი)
მუდამ ეცადეთ შეარჩიოთ საშუალებები ხელოვნური საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე. მათი ქიმიური შემადგენლობა საკმაო რაოდენობით გამაღიზიანებელს შეიცავს და ზრდის ალერგიული რეაქციის წარმოშობის ალბათობას!
- ტყუილია მითი, რომ თითქოს აბუსალათინის ან ნებისმიერ სხვა მცენარეულ ზეთს ბეწვი ამოყავს. ეს არასოდეს მოხდება, თუ ადამიანს არ აქვს ჰორმონული დარღვევა და უკვე სხვა მიზეზია საკვლევი.
P.S. კანის ღრმა წმენდა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს ზიანდება დერმის დამცავი ფენა და მავნე ბაქტერიები ბევრად იოლად აღწევენ შრეებში, რაც შედეგად ანთებით პროცესებსა და აკნეს იწვევს. კანი თავად ახლდება ყოველ 3-4 კვირაში და სახლის პირობებში მსუბუქი პილინგი მოსავლელად სრულებით საკმარისია.
არგანისა და კაქტუსის ორიგინალი ზეთები საკმაოდ ძვირია. ჩვენ გვაქვს საშუალება შეღავათიან ფასად შემოგთავაზოთ სრული ასორტიმენტი, რამდენადაც იმპორტი ხდება პირდაპირ წარმოებიდან, სპეციალური პირობებით გადამყიდველებისა და სხვა შუამავლების მონაწილეობის გარეშე. შესაძენი ბმული >> Prickly Pear Seed Oil <<