სახისა და ტანის ფიჭის საცხი

ძველი ფასი: GEL ₾25
GEL ₾22
დანაზოგი: GEL ₾3 (12%) დანაზოგი 12%
შეარჩიეთ ნატურალური არომატი
010043
გაყიდვაშია

მოცულობა: 50 გრ.
სახეობა: - 100% ნატურალური სახის, სხეულის, ტუჩის საცხი სუფთა ფიჭის ფუძეზე.

შემადგენლობა: - ფიჭა, პირველადი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, გულყვითელას ექსტრაქტი,
E ვიტამინი, სხვადასხვა ნატურალური ექსტრაქტი/ეთერზეთი არომატისთვის.
წარმოებულია საბერძნეთში.

ვრცლად გასაცნობად დააჭირეთ ღილაკს "სარგებლობა".
შეძენის დეტალური ინსტრუქციისთვის გვერდის თავში მდებარე ბლოგი იხილეთ.

გამოყენება: თაფლივით სასარგებლო! 1) სახის მკვებავ დამატენიანებელი. 2) სხეულის მკვებავ დამატენიანებელი. 3) ტუჩის ბალზამი 4) მომაშუშებელი 5) დამარბილებელი 6) აღმდგენი საცხი აღადგენს კანს, კვებავს, ებრძვის ნაოჭების წარმოშობა-გაღრმავებას, შესიებას, პიგმენტაციას. აამებს დამწვრობას, უხვად ატენიანებს, ამდიდრებს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, შველის გამონაყარს, აკნეს. მოიხმარება როგორც ტუჩის ბალზამი და ჰერპესის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, არბილებს ფეხის ქუსლის გარქოვანებულ ზედაპირს, ხელს უწყობს რეგენერაციას. ის, რაც ბუნებამ შექმნა, ყოველთვის საუკეთესოა. ნატურალური მალამო პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთით, სუფთა ფიჭით, E ვიტამინითა და გულყვითელას ზეთით ყველა ოჯახში უნდა იყოს. ამ არაჩვეულებრივ საშუალებას ემატება ნატურალურივე ექსტრაქტები საამო სურნელისა და არომათერაპიისთვის - ნესვი, ალუბალი, მანგო, პიტნა და სხვა. ის ნებისმიერ ასაკში უებარია, ჩვილის სათუთი კანის მოვლით დაწყებული, მოზარდისა და ზრდასრულის უბრალო დამატენიანებლით თუ კანის მოსაშუშებელი საშუალებით დამთავრებული. მცირე ოდენობა დიდხანს გეყოფათ. ეს ის მალამოა, რომელიც დამსკდარი ტუჩების, გამომშრალი/აქერცლილი კანის, გაუხეშებული ტერფების საზრდოდ და იმედად ჩანთაში მუდამ უნდა გედოთ. კანის ყოველდღიურ დამატენიანებლად და მკვებავადაც მოიხმარება - შეგიცვლით მრავალ სხვა საცხს და სულ მცირე ადგილს დაიკავებს. ნებისმიერი ასაკისა და კანის ტიპისთვის (ჩვილობიდან). არ ისარგებლოთ თაფლზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში! გამოყენების სასურველი ვადა - 6 თვე სათავსის გახსნიდან შეინახეთ გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას.