ხშირი კითხვები

კითხვა: როგორ ხდება შეძენა ონლაინ მაღაზიაში?
პასუხი: როგორც ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში (amazon, trendyol, temu და მსგავსი) - შესაძენად საჭიროა რეგისტრაცია (მთავარი გვერდი, ზედა მარჯვენა კუთხე, "ანგარიშის მართვა", რეგისტრაცია) სავალდებული ველები აღნიშნულია წითელი ვარსკვლავით, შეავსეთ ყურადღებით. არასწორად განთავსებულ შეკვეთას სისტემა ავტომატურად გააუქმებს. შემდეგ შეარჩევთ პროდუქციას, დაამატებთ კალათში (კალათში შესაძლებელია რაოდენობის ცვლა, შეცვლის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გადათვლა". შემდგომ "ყიდვა", შეამოწმეთ ყველა ინფორმაციის სიზუსტე, გაეცანით და დაეთანხმეთ ონლაინ მაღაზიის პირობებს (ჩააწკაპეთ კვადრატში) და დააჭირეთ გადახდას. შეიყვანთ ბარათის VISA ან MASTERCARD მონაცემებს და გადაიხდით. დეტალური ინსტრუქციის გასაცნობად გადადით ამ ბმულზე >> როგორ შევიძინო ონლაინ მაღაზიაში?!

კითხვა: შესაძლებელია თუ არა სხვა ფორმით ანგარიშსწორება?
პასუხი: სხვა ფორმით შეძენა შესაძლებელი არ არის.

კითხვა: რამდენ ხანში მივიღებ წარმატებულად განთავსებულ შეკვეთას?
პასუხი:  პროდუქცია ადგილზეა. თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე 2-3 სამუშაო დღეში მიიღებთ. რეგიონებში მიწოდება შესაბამისი პირობებით 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება. დეტალური ინფორმაციისთვის გახსენით >> ზავნის ვადები და ტარიფები

კითხვა: რატომ არის აუცილებელი რეგისტრაცია?
პასუხი: რეგისტრაცია აუცილებელია სერვისის ჯეროვნად და ხარისხიანად შესასრულებლად. საფოსტო საკურიერო სამსახური მხოლოდ დეტალური მისამართისა და სხვა სავალდებულო მონაცემების არსებობის შემთხვევაში მოახდენს პროდუქციის ადრესატისთვის მიწოდებას. ინფორმაცია სრულიად კონფიდენციალურია. პირობებს ეცნობით და ეთანხმებით შეკვეთის ბოლო ეტაპზე, გადახდის ღილაკზე დაჭერამდე.

კითხვა: უსაფრთხოა თუ არა ონლაინ შოფინგი?
პასუხი: დიახ, ონლაინ შოფინგი უსაფრთხო და კომფორტულია. გადახდის ეტაპზე გვერდი გადადის ბანკის დაცულ სერვერზე, რომლის შიფრაციაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ყველა მონაცემი არის კოდირებული. გადახდის ინფორმაციას ხედავს და ამუშავებს მხოლოდ ბანკი. 

კითხვა: როგორ გავიგო, რომ შეკვეთა წარმატებულია?
პასუხი: თუ შეკვეთის საფასური სწორად და ჯეროვნად იქნა გადახდილი შესაბამისი ტიპის საბანკო ბარათით, დასტურს მიიღებთ ელფოსტაზე და აისახება zereshop.ge-ს შეკვეთების ისტორიაში. წარუმატებლად გატარებული შეკვეთა არ დატოვებს მსგავს კვალს. წარმატებული შეკვეთის შემდეგ მეორე სამუშაო დღეს შეიცვლება შეკვეთის სტატუსი გაგზავნილზე და სათანადო ელ.ფოსტაზე შეტყობინებასაც მიიღებთ.

კითხვა: რატომ შეიძლება არ შედგეს შეკვეთა?
პასუხი: შეკვეთა შესაძლოა არ გაფორმდეს რამდენიმე მიზეზით: 1) გადასახდელად შერჩეულ საბანკო ბარათზე არ არის საკმარისი თანხა ან ჩარიცხულია, მაგრამ ჯერ არ ასახულა ანგარიშზე; 2) ბარათის შეყვანისას უცაბედად არასწორად აიკრიფა ერთი ან რამდენიმე ციფრი; 3) გადახდის პროცესის მიმდინარეობისას მოხდა კავშირის (ინტერნეტის, სინათლის) წყვეტა ან მომხმარებელმა მიმდინარე ოპერაციის დასრულებამდე გვერდი უკან დააბრუნა. 4) ბარათი არ შეესაბამება ონლაინ მაღაზიის სტანდარტებს. მიიღება მხოლოდ VISA ან MasterCard

კითხვა: რა შემთხვევაში ანაზღაურდება გადახდილი თანხა?

პასუხი: თუ არასწორად შეიქმნა შეკვეთა და სისტემამ გააუქმა ან კურიერი ვერ დაუკავშირდა მიმღებს ორი მცდელობის შემდეგ (გათიშულია ან მიუწვდომელია ტელ. ნომერი) ამანათი ბრუნდება ვებმაღაზიაში და მომხმარებელს თანხა საბანკო წესების შესაბამისად ნივთ(ებ)ის დაბრუნებიდან ერთ სამუშაო კვირაში ანგარიშზევე აუნაზღაურდება.

და ბოლოს: დეტალურ ინფორმაციას პროდუქციის შესახებ შესაძენი ბმულებით იხილავთ ვებმაღაზიის ბლოგზე გახსენით და გაეცანით აქ 

კომენტარები

შეტყობინების დამატება