Moroccan Beldi (black) soap - მაროკოს შავი საპონი-სკრაბი „ბელდი“
100% ნატურალური, მაროკოს მცენარეული შავი საპონი, იგივე ბელდი, აღმოსავლური ორთქლის აბანოს ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. სახელწოდება მომდინარეობს მისი ფერიდან, რომელიც მთავარი ინგრედიენტის, ზეითუნის რბილობის გამო, მუქი მოშავო მწვანე ან ყავისფერია. "Beldi" კი თარგმანში ტრადიციულს, ორიგინალს აღნიშნავს. E ვიტამინით მდიდარი, კარაქისებრი კონსისტენციის მქონე საპონი წინასწარ მარილსა და კალიუმის ჰიდროქსიდში ჩამბალი ზეითუნის რბილობისა და ზეთის ნაზავისგან შედგება. ხშირად არომატისა და მეტი სარგებლიანობისთვის მას სხვა მცენარეულ ეთერზეთებსა და ექსტრაქტებსაც უმატებენ. მე-19 საუკუნეში საპონი ანტიბაქტერიულ დერმატოლოგიურ საშუალებად გამოიყენებოდა, შემდგომ კი, როგოც ნებისმიერი ტიპის კანისათვის შესაბამისმა პროდუქტმა, კოსმეტიკის სფეროშიც ფართო აღიარება მოიპოვა.
ბელდი კანს კარგად ალბობს და პილინგისთვის ამზადებს. ცხელი ორთქლით გაჯერებულ აბანოში/ვანის/შხაპის ოთახში 10 წუთით ყოფნისა და კანის ფორების გაფართოების შემდეგ ხდება ტენიანი სხეულის საპნით დაფარვა (ერთი არასრული ს/კ მოცულობით). 5 წუთის მერე, როდესაც ბელდი გამოიტანს შლაკებსა და ტოქსინებს, სპეციალური ან საშუალო სიუხეშის ხელთათმანით ტანის გახეხვა/პილინგი კეთდება. ამ პროცესში ზედაპირს მკვდარი უჯრედები სცილდება, უმჯობესდება ტურგორი (ლიმფოდრენაჟი და სისხლის მიმოქცევა), თანაბრდება ფაქტურა და ფერი, საგრძნობლად მცირდება თმის ჩაბრუნების, ე.წ. ცელულიტის ალბათობა, იმატებს დამატენიანებელი ან მკვებავი საშუალებების შეწოვის უნარი, ნამზეური კი თანაბრად ეფინება და დიდხანს ძლებს.
შავი საპონი უხვად ატენიანებს, ამშვიდებს კანს და სძენს ხავერდოვნებას. გასახეხად რეკომენდებული გამოყენება - ერთ ან ორ კვირაში ერთხელ. უბრალოდ დასაბანად შესაძლებელია ყოველდღიურად სარგებლობა ჩვეულებრივი საპონივით. შესაძლებელია სახისთვის გამოყენებაც, თუმცა რეკომენდებული უფრო სხეულისთვისაა. სარგებლობის მერე დამატენიანებელი არომაზეთი ან ჩვენი ასორტიმენტის სხვა ნატურალური საშუალება წაისვით. შესაძენი ბმული >> შავი საპონი ბელდი <<