ბუნებრივი სკრაბი სეფიდაბი

ძველი ფასი: GEL ₾18.00
GEL ₾12.00
დანაზოგი: GEL ₾6.00 (33%) დანაზოგი 33%

სახეობა: სეფითაბი (ნატურალური მინერალი)
ფორმა: ქვის ფორმის მოზრდილი ტაბლეტი
ფერი: თეთრი/რძისფერი
კატეგორია: უსუნო, მსუბუქი მინერალური.

წონა: +- 25გრ
შემადგენლობა: კალციუმის კარბონატი, ვარდის ჰიდროლატი, ზეითისხილის ექსტრაქტი.

დანიშნულება: დამზოგავი უსაფრთხო სკრაბი, კანის გამწმენდი და აღმდგენი.
შედეგი: იდეალურად სუფთა, ჯანმრთელი და სხივმფენი კანი.
შესაბამისია:  ორივე სქესის ნებისმიერი ტიპის კანისთვის. 



მოპოვებულია ირანში - ორიგინალი, ბუნებრივი პროდუქტი. 

გამოყენება: ირანული ჰამამის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე რუშურის ქვა (ბუნებრივი მინერალური ტაბლეტი სეფიდაბი/სეფითაბი - სპარსულად "თეთრი წყალი") კანის სიჯანსაღის გამოცდილი საშუალებაა. გამოყენებისთვის მოუჭირეთ და გაიგლისეთ თითზე ან მოაფშვენით ლობიოს მარცვლის ოდენობა, წაისვით დასაბან ტენიან ზედაპირზე მსუბუქი წრიული მოძრაობებით და გაიჩერეთ 2-5 წუთი. შესაძლებელია მცირედი წვის შეგრძნება, რაც ნორმალურია და ანომალიას არ ნიშნავს. შემდეგ ზელვითი წრიული მოძრაობებით მსუბუქი ზეწოლით დაიმასაჟეთ კანის ზედაპირი და ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ. სარგებლობა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ ან ორჯერ, თუმცა ინდივიდუალურადაც ირგებენ. რუშური აფაქიზებს და ღრმად წმენდს კანს, აქრობს შავ წერტილებს (კომედონებს), აღადგენს ლიპიდურ ბალანსს, აგლუვებს რელიეფს, აუმჯობესებს ფერს, ებრძვის აკნეს და მისგან დატოვებულ ნაიარევს. აცილებს მკვდარ ზედაპირს და აახლებს ეპიდერმისს. სარგებლობის შემდეგ სასურველია დატენიანება ნატურალური შრატით ან საცხით. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დაფხვნილის მოთავსება და შენახვა შუშის მშრალ სათავსში, თუ ფხვნილის სახით უფრო კომფორტულად მიგაჩნიათ მოხმარება. შეინახეთ მშრალ ადგილას. მასა თუ არ დანოტივდა, ინახება უვადოდ.