- გახსენით ანოტაცია
- აქვე იხილეთ
რაობა და სარგებლობა:
მანგოს კარაქი (Mangifera Indica) ყველაზე დიდი მოცულობით მოიპოვება ინდოეთში, ჩინეთსა და ამერიკაში. მათში საუკეთესო ხარისხის არის ინდური, რომელსაც ჩვენს მაღაზიაში გთავაზობთ.
მანგო შეიცავს სალიცილის მჟავას და ანტიოქსიდანტებს, რაც კომბინაციაში იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. არის ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული მოქმედების. მასში შედის ბოჭკო, ვიტამინები C, B6, A, E - კალიუმი, კალციუმი, ბეტა კაროტენი.
კარაქს არ გააჩნია მკვეთრი სუნი, ამდენად აბსოლუტურად არ არის შემაწუხებელი და პირიქით, საამო, თითქმის შეუმჩნეველ არომატს ტოვებს წასმის შემდეგ.
ისარგებლეთ ნებისმიერ დროს, რამდენადაც არ გააჩნია შეზღუდვა. გამოიყენება სახეზე, სხეულზე ან თმაზე/სკალპზე. ასევე ძალიან კარგია მამაკაცის თმის და წვერის მოსავლელად.
უებარია როგორც თმის ნიღაბი, შესაბამის ოდენობას წაისვამთ სკალპზე და ნარჩენს ჩამოიტარებთ თმის მთელ სიგრძეზე. შემდეგ გაიჩერებთ 2-3 საათი ან ღამე და საშუალო სითბოს გამდინარე წყლით ჩამოიტანთ. უმჯობესია პირველ ჩამობანაზე შამპუნი არ გამოიყენოთ და მეორე ან მესამე დღეს დაიბანოთ შამპუნით, თუ ზედაპირი ძალიან არ გაიპოხა. ნიღაბი კეთდება თვეში 3-4-ჯერ.
იდეალურია დამსკდარი და გამომშრალი ფეხის ტერფისა და ქუსლის დასალბობად და მოსავლელად.
უხვად და დიდი ხნით ატენიანებს კანს, კვებავს, აწვდის საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებს. აუმჯობესებს ზოგად იერს, სისხლის მიმოქცევას, აბალანსებს მჟავატუტოვან და ჰიდროლიპიდურ ფონს. იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისა და მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
ჰიპოალერგიულია, გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა.
მძიმედ გამოხატული აკნეს არსებობის შემთხვევაში სარგებლობამდე გაიარეთ კონსულტაცია დერმატოლოგთან. უკურეაქციის შენიშვნისას შეწყვიტეთ გამოყენება.
ფორმა: მყარი, ლღვება +30 გრადუსი ტემპერატურიდან.
არომატი: ნაზი, პრაქტიკულად შეუმჩნეველი
სტრუქტურა: სწრაფად იწოვება, არ ტოვებს ზეთოვან კვალს
გამოყენება: ნებისმიერი ტიპის კანი/თმა/ასაკი/სქესი.
ჰიპოალერგიული (გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა)
თუ დადნა სიცხის გამო, მოათავსეთ მაცივრის ქვედა თაროზე.
გაუხსნელის ვადა 2 წელი.
მოხმარების სასურველი პერიოდი: გახსნიდან 6-9 თვე.
მოპოვებულია ინდოეთში. დაფასოებულია საქართველოში