ნედლი ხნა თმისა და სხეულისთვის

GEL ₾19.30
  • გახსენით ანოტაცია

სახეობა: ნატურალური ნედლი უმაღლესი ხარისხის ხნა, ფხვნილი.

მოცულობა: 100 გრ.
საუკეთესო ხარისხის ხნა თმის შესაფერად და გასაჯანსაღებლად.
გამოიყენება კანის მოსახატადაც
(იგივე მეჰნდი, დროებითი ტატუ).

 

შეფუთვა: ცელოფანი.

წარმოებულია მაროკოში, ითვლება მსოფლიოში საუკეთესოდ.

დაფასოებულია საქართველოში.

 

ხნა მრავალგვარია, მაგრამ კარგი და ხარისხიანი იშვიათად. გამოყენება: მაროკოს ხნას არ აქვს ანალოგი არც ხარისხში და არც შედეგიანობაში, აღიარებულია საუკეთესოდ და უაღრესად ძვირფას საშუალებად. ყურადღება! - ხნამ რომ იქონიოს ეფექტი აუცილებელია ქვემოთ მითითებული წესის განუხრელად დაცვა. როგორ მოვიხმაროთ ხნა სწორად? იმისათვის რომ ხნამ თმა არ გამოაშროს, წყლის ნაცვლად გახსენით შემთბარ რძეში (სითხე არ უნდა იყოს ცივი და არც ცხელი. წყალი იწოვს ტენს და იწვევს თმის ღერის გადაშრობას). თქვენი თმის სიგრძის შესაბამისი რაოდენობა ნელნელა, მცირე დოზების დამატებით გააზავეთ რძეში სქელი პასტის/პიურეს კონსისტენციამდე, სურვილისამებრ (უფრო ყავისფერი ელფერისთვის დაამატეთ 2-3 სკ. ჩაის მუქი ნაყენი) და ფერის გამოსაცემად მთელი ღამით დატოვეთ შუშის ან პლასტმასის ცელოფანგადაკრულ ჭურჭელში. დილას გადაურიეთ, წაისვით თმაზე ფესვიდან ძირამდე, შეიფუთეთ პარკით და დააცადეთ 2-3 საათი (რაც მეტი, მით უკეთესი). შემდეგ სურვილისამებრ შამპუნით ან უშამპუნოდ კარგად ჩამოიბანეთ. თმა მიიღებს მოყავისფრო-მოწითალო ელფერს, გახდება ჯანმრთელი, დრეკადი, დამყოლი და ხავერდოვანი. რაოდენობა საკმარისია საშუალო სიგრძისთვის. რეკომენდებული გამოყენება - თვეში 2-3 ჯერ. უკუჩვენება არ გააჩნია, გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა. ნებისმიერი ტიპის თმისთვის. გამოყენების სასურველი ვადა - 6 თვე სათავსის გახსნიდან შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.