რჩევები კანის სწორად მოვლისთვის

16/04/2018
by Zere Admin Zere


ეს მნიშვნელოვანია:

სახის დაბანვისას დამატენიანებელი საშუალების გამოყენებამდე კანის სრულად გამშრალება არასწორია. ეს ამცირებს ტენის შეკავების შესაძლებლობას. გარდა ამისა მშრალზე აქტიური ინგრედიენტები უფრო რთულად შეიწოვება და შესაძლოა მსუბუქი გაღიზიანებაც გამოიწვიოს. დატოვეთ ზედაპირი ოდნავ ნამიანი ზეთის ან საცხის დატანამდე.

უმეტესობა სახეს დღეში ერთხელ ან ორჯერ იბანს. ეს ოპტიმალურ სიხშირედაა მიჩნეული. თუმცა მგრძნობიარე ან მშრალი კანისთვის შესაძლოა ზედმეტი და არასასურველიც აღმოჩნდეს. გამოშრობა იწვევს ცხიმის ჭარბწარმოქმნის სტიმულაციას, რის გამოც ირღვევა მჟავატუტოვანი ან ლიპიდური ბალანსი და შესაძლოა მოყვეს ისეთი შედეგი, როგორიცაა გამონაყარი, არაჯანსაღი იერი. დაუშვებელია ცხელი წყლის გამოყენება, როგორც თავის, აგრეთვე სახის დაბანვისას.

რაც მეტია საცხში ინგრედიენტთა სია და სინთეტური ქიმიური შემადგენლობა, მით ნაკლებია კანისთვის მასში მცირედ შემავალი ბუნებრივი საშუალებების სარგებელი. გამოიყენეთ მარტივი, ნატურალური ნივთიერებები, რომლებიც გარდა ხელმისაწვდომობისა, სათუთად აცილებს დღის განმავლობაში მოგროვილ ჭუჭყს. (მაგალითად ნატურალური ჰიდროლატები.)

თუ ერიდებით ნატურალური ზეთების მოხმარებას იმ მოსაზრებით, რომ ისინი ფორებს ბლოკავენ, ნამდვილად ცდებით. რამდენადაც წარმოუდგენლად არ უნდა ჟღერდეს, არგანისა და ოპუნციის ზეთი ანეიტრალებს კანის ცხიმს, ხელს უწყობს ფორების ღრმად ამოწმენდას, უქმნის თავისუფლად სუნთქვის საშუალებას და აგვარებს სხვადასხვა სახის პრობლემებს. მათი კომედოგენურობის ინდექსი = 0 (სახისთვის არასასურველი და მეტად კომედოგენური ზეთებია: ქოქოსი/კაკაო/პურის თავთავი)

- კანის ღრმა წმენდა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს ზიანდება დამცავი დერმის ფენა და მავნე ბაქტერიები ბევრად იოლად აღწევენ შრეებში, რაც შედეგად ანთებით პროცესებსა და აკნეს იწვევს. კანი თავად ახლდება ყოველ 3-4 კვირაში და სახლის პირობებში მსუბუქი პილინგი მოსავლელად საკმარისია.

მუდამ ეცადეთ შეარჩიოთ საშუალებები ხელოვნური საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე. მათი ქიმიური შემადგენლობა საკმაო რაოდენობით გამაღიზიანებელს შეიცავს და ზრდის ალერგიული რეაქციის წარმოშობის ალბათობას! - ტყუილია მითი, რომ თითქოს აბუსალათინის ან ნებისმიერ სხვა მცენარეულ ზეთს ბეწვი ამოყავს. ეს არასოდეს მოხდება, თუ ადამიანს არ აქვს ჰორმონული დარღვევა და უკვე სხვა მიზეზია საკვლევი.
-სრულად ნატურალური, უსაფრთხო და უაღრესად სასარგებლო პროდუქციის შესაძენად გადადით მთავარ გვერდზე და იხილეთ ჰორიზონტალური მენიუ (მობილური მოწყობილობით სარგებლობისას ჩამოსაშლელი ვერტიკალური მენიუ მარცხენა მხარეს). -www.zereshop.ge -

P.S. კანის ღრმა წმენდა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს ზიანდება დამცავი დერმის ფენა და მავნე ბაქტერიები ბევრად იოლად აღწევენ შრეებში, რაც შედეგად ანთებით პროცესებსა და აკნეს იწვევს. კანი თავად ახლდება ყოველ 3-4 კვირაში და სახლის პირობებში მსუბუქი პილინგი მოსავლელად საკმარისია.



Comments

New post