ბოლოს გამოქვეყნებული ბოლოს გამოქვეყნებული

შის კარაქი (კარიტე)

07/02/2019
ავტორი Zere Admin Zere
შის კარაქი

                                                                     შის ნატურალური კარაქი (კარიტე)
(პრინციპი ერთია ყველა სახეობის ნატურალური კარაქისთვის)
შის კარაქი ფერთა სხვადასხვა ნიუანსის მქონე მყარი მცენარეული ცხიმია. მისი შეფერილობა ქათქათა თეთრიდან სპილოსძვლისფერსა და კრემისფერ-მოყვითალოს შორის სხვაობს.  დნება +32/34 გრადუსზე. შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:

1) პირველადი, ნედლი - ხელით დამუშავებული, გაუფილტრავი, ყველა ვიტამინითა და ბიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტით, რაც მასში ბუნებამ ჩადო. აქვს სპეციფიკური, თხილისებრი არომატი, რომელიც წასმის შემდეგ მალევე გადადის. კონსისტენცია ფშვნადი, ნატეხისებრი.

2) არარაფინირებული - სხვაობა ნედლსა და არარაფინირებულ შის კარაქს შორის უმცირესია და მხოლოდ ფილტრაციაშია. თუმცა ეს არის მარლით გაფილტრვა, რაც არავითარ ქიმიურ ან ტექნოლოგიურ პროცესს არ გულისხმობს. უფრო იოლია ფორმის მიცემა და ნედლისთვის დამახასიათებელი არომატი კვლავ დაყვება.

3) რაფინირებული - ეს ის სახეობაა, რომელიც გადის სხვადასხვა სახის დამუშავებასა და ფილტრაციას, მაგალითად არომატის მოსაშორებლად. არის უაღრესად გლუვი და აქვს უფრო თეთრი შეფერილობა ვიდრე ნედლს ან არარაფინირებულს, თუმცა არ გადის ჰექსანით (ქიმ. ნივთიერება) დამუშავების პროცესს და მაინც საკმაოდ სასარგებლოა.

4) ულტრა-რაფინირებული - გავლილი აქვს ფილტრაციის რამდენიმე ეტაპი და გამოიყენება ძირითადად მასობრივი წარმოების ბრენდულ კოსმეტიკურ საშუალებებში. ამ სახეობის შის კარაქი პრაქტიკულად უსარგებლოა, რადგან დამუშავების პროცესი უკარგავს პირვანდელ სასარგებლო შემადგენლობას. ითვლება საკმაოდ არაჯანსაღად და სხვადასხვა სახის სინთეტური ქიმიური მინარევებით ზავდება.

შის კარაქს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია და გამოყენება ჩვილობის ასაკიდან არის რეკომენდებული. ანაცვლებს ბევრ ქიმიურ შემადგენლობიან საშუალებას, სათუთად უვლის და აჯანსაღებს კანსა და თმას. ატენიანებს, კვებავს, აძლიერებს ტურგორს, აღადგენს და ინარჩუნებს ჰიდრო/ლიპიდურ/მჟავატუტოვან ბალანსს, აქვს მზისგან დამცავი ბუნებრივი ფილტრი SP 6, აამებს დამწვრობას, ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას, იარებისა და ნაკბენის, ნაკაწრების მოშუშებას, ხსნის კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმულობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოშობას და გაღრმავებას, ფერსა და რელიეფს აუმჯობესებს.  შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ასევე სხვა ნატურალურ მცენარეულ ზეთებთან კომბინაციაში გამოყენება.

შის კარაქი კარიტეს ხისგან, კერძოდ თხილნაყოფისგან მიიღება. ის გავს ქოქოსს, თუმცა შედარებით მცირე ზომისაა. იზრდება დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. ნაყოფს  20-25 წლის შემდეგ იძლევა. კარიტეს სიცოცხლის ხესაც უწოდებენ, რადგან მცენარის სხვადასხვა ნაწილი საკვებად, მედიკამენტად, დასაბან საშუალებადაც გამოიყენება. ნაყოფიდან ცხიმის ამოღება ხდება ორი - ტრადიციული (ხელით) და სამრეწველო (ქიმიური საშუალებებით) მეთოდით.

შის კარაქი განსაკუთრებით ეფექტურია, როგორც დამატენიანებელი, რადგან შეიცავს დიდი ოდენობით ცხიმოვან მჟავებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია კანის ელასტიურობისა და ტენიანობის შენარჩუნებისთვის. ნედლ ან არარაფინირებულ შიის კარაქს საკვების დასამზადებლადაც იყენებენ.

კარიტე ებრძვის კანზე სიმშრალით გამოწვეულ ნახეთქებს, აკნეს, ნაიარევის ან სტრიების კვალს, კონტაქტურ დერმატიტს, აქერცვლას. არის ფსორიაზის სამკურნალო პროფილაქტიკური პროდუქტი და რეკომენდებულია კანზე შენიშნული ალერგიული რეაქციების მოსახსნელადაც. თუმცა თხილის სხვადასხვა სახეობაზე აღნიშნული ალერგიული რეაქციის შემთხვევაში კარიტეს გამოყენებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო.

გარდა კანისა კარიტე თმასაც შესანიშნავად უვლის. ამყარებს ფესვს, ასუფთავებს და კვებავს სკალპს, რაც თავისთავად თმის ღერს მთელ სიგრძეზე აძლიერებს. მატებს მოცულობას, ტენსა და ბზინვარებას. ხელს უწყობს ზრდის რეგულირებას.

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის არარაფინირებულსა და რაფინირებულ შის კარაქს განადან. ნატურალური პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე. ასაკისა და კანის ტიპის მიხედვით შეზღუდვა არ გააჩნია. 
ონლაინ შესაძენად გადადით ამ ბმულზე >> SHEA BUTTER << >> UNREFINED SHEA BUTTER <<

                                                 Shea Butter

კომენტარები

შეტყობინების დამატება