ჩვენ შემოგვაქვს ზეთები მცირე პარტიებითა და ექსპრეს ტრანსპორტირებით იმისათვის, რომ დიდხანს არ დაყოვნდეს გზაში ან დახლზე, მუდამ ახალი, ცინცხლად დაწურული და ჩამოსხმული პროდუქცია შემოგთავაზოთ. - www.zereshop.ge
მაროკოს მკვიდრი ტუარეგების ტომის ქალების ხანგრძლივი სილამაზის მრავალსაუკუნოვანი საიდუმლო, არგანი (Argania Spinosa), ნაჭუჭიანი ნაყოფის მომცემი ხეა, რომელიც მხოლოდ ამ სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იზრდება. მისი ზეთი უიშვიათეს მრავალფუნქციურ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ერთნაირად უხდება ყვლა ტიპის კანსა და თმას. „New York Times“-ის მიერ თხევად ოქროდ წოდებული არგანის ზეთის პოპულარობა სულ უფრო იზრდება და ანაცვლებს ცნობილ ქიმიურ კოსმეტიკურ პრეპარატებს. ორგანული ანტიოქსიდანტები, პოლიფენოლები, სკვალენი, კაროტენი, ომეგა6/9, E ვიტამინი აყოვნებს დაბერებას, ზრდის კანის დრეკადობას, ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის ბუნებრივად გამომუშავების გახანგრძლივებას და სინთეტური საშუალებების მსგავსად კი არ ანაცვლებს მათ, არამედ ასტიმულირებს, ამყარებს არასახარბიელო ეკო-გარემოსადმი მედეგობას, კვებავს, ატენიანებს და კურნავს ზიანს. უებარია ნებისმიერი ტიპის კანის საფარისთვის და თმისთვის, ახდენს სტრიებისა და ცელულიტის პრევენცია-შემცირებას, რეკომენდებულია ჩვილთა მასაჟისთვის. კოსმეტიკური, 100% ნატურალური არგანის ზეთის შეფერილობა მოოქროსფერო ყვითელია და აქვს მსუბუქი, სასიამოვნო, თხილის მსგავსი არომატი. დიდი მოთხოვნისა და ენდემური წარმოშობა-წარმოების გამო სამწუხაროდ ძალიან ხშირია გაზავებისა და გაყალბების შემთხვევები. ნუ წამოეგებით, გაფრთხილდით, თუ ზეთი სრულიად უარომატო ან მომწარო სუნის მქრალი/სუსტი ყვითელია - გაზავებულია ზეითუნის, მზესუმზირის ან სხვა ზეთით/სითხით, რაც კუთვნილ თვისებებსა და სარგებლიანობას სრულად უკარგავს. სპეციალურად დაფერილი შუშის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: "100% სუფთა არგანის ზეთი - დამზადებულია მაროკოში ან მოწოდებულია მაროკოდან". სათავსი აუცილებლად უნდა იყოს შუშის(!). მუქი დიდი ხნით ინახავს ბიოლოგიურად აქტიურ ინგრედიენტებს და გახსნიდან 6 თვემდე არის დაშვებული სარგებლობა. გამჭვირვალე შუშის ჭურჭელს არ გააჩნია შენახვისათვის საჭირო მსგავსი თვისებები და ამდენად 1-2 თვეში სითხე უკვე კარგავს ძალას. (უფრო სწრაფად უნდა იქნას გამოყენებული). არგანის ზეთი ბუნებამ უხვად შეაზავა ყველა ძვირფასი და აუცილებელი კომპონენტით. თქვენი მისია ახალგაზრდობის, ჯანსაღი იერის, სხივმფენი თმის, მკვრივი კანის, ძლიერი ფრჩხილებისა და ფაქიზი ტუჩების შესანარჩუნებლად ამ მზა ელექსირით სარგებლობაა. [არგანის ხე შესულია UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის კატალოგში და მისით განაშენიანებული ტერიტორია დაცულია, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტი http://www.unesco.org/culture/ich/en/RL/00955] - შესაძენი ბმული >> ARGAN OIL <<
მეორე უმნიშვნელოვანესი ზეთია Prickly pear seed oil, იგივე Barbary fig seed oil, opuntia ficus indica ან მარტივად ოპუნცია კაქტუსის თესლის ზეთი. ხანდახან მოხსენიებული როგორც ეკლიანი მსხალი, ის მშრალი და ნახევრადმშრალი ჰავის, უდაბნოების მცენარეა. ერთი ლიტრი ზეთის მისაღებად 8 ტონა თესლი და 500კგ. ნაყოფია საჭირო, ამიტომ დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე რთულად წარმოებად და ძვირფას, ძვირიან ზეთად ითვლება. მიიღება თერმული დამუშავების გარეშე, ცივი დაწურვის მეთოდით, რაც სრულად უნარჩუნებს ვიტამინებსა და სასარგებლო თვისებებს. ზეთი არის მშრალი კატეგორიის, არაკომედოგენური და ჰიპოალერგიული, ადვილად იწოვება კანში, რეგენერაციისა და აღდგენის ძლიერი უნარი აქვს. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ შეიცავს სხვა ზეთებზე ბევრად მეტი ოდენობით E “ახალგაზრდობის” ვიტამინს (895მგ/კგ), ომეგა ცხიმოვან მჟავებს, რაც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, კანის დაბერებას, კვებავს და ატენიანებს. აქვს დამამშვიდებელი, მოქნილობის ამამაღლებელი, ანტიმიკრობული ზემოქმედება. ასტიმულირებს კანში კოლაგენის ბუნებრივად წარმოქმნას, სისხლის მიმოქცევას, რითაც ახალი უჯრედების წარმოშობის ფუნქციას ზრდის. გარდა ჩამოთვლილისა, შეიცავს K ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ირგვლივ შავი რგოლების, პიგმენტაციის შემცირებაში და ხელს უწყობს ელასტიურობის ამაღლება-შენარჩუნებას. ფერი - მომწვანო ყვითელი, არომატი მეტნაკლებად სხვაობს მოსავლის აღების სეზონურობისა და ამინდის გათვალისწინებით. სტაბილურად სარგებლობისას არგანის ზეთის მსგავსად გააჩნია ყველა თვისება კანის სინორჩის უინექციოდ და სინთეტური პრეპარატების გარეშე შესანარჩუნებლად. უფრო ეფექტურია 30+ ასაკიდან. (არგანი მოიხმარება ჩვილობიდან) სამწუხაროდ არგანის მსგავსად კაქტუსიც ხშირად ხდება გაყალბების ობიექტი, კომერციული მოგების გაზრდის მიზნით აზავებენ, ყიდიან არა თესლის, არამედ მცენარის რბილობის წყალში ჩალბობით მიღებულ წვენ-ზეთს, არასწორად აფასოებენ და სხვა. ზეთის ფასი საერთაშირისო საცალო ბაზარზე 40-150$ ფარგლებშია (5მლ.-დან)
არგანისა და კაქტუსის ორიგინალი ზეთები საკმაოდ ძვირია. ჩვენ გვაქვს საშუალება შეღავათიან ფასად შემოგთავაზოთ სრული ასორტიმენტი, რამდენადაც იმპორტი ხდება პირდაპირ წარმოებიდან, სპეციალური პირობებით გადამყიდველებისა და სხვა შუამავლების მონაწილეობის გარეშე. შესაძენი ბმული >>Prickly Pear Seed Oil<<