არგანის შამპუნი ალოეთი

ძველი ფასი: GEL ₾25.00
GEL ₾22.00
დანაზოგი: GEL ₾3.00 (12%) დანაზოგი 12%

მოცულობა: - 200 მლ
სახეობა: - არგანის ნატურალური შამპუნი ალოეს პირველადი ექსტრაქტით
პარაბენის, სულფატის, სილიკონის და სხვა მინარევების გარეშე
წარმოებულია მაროკოში

ვრცლად გასაცნობად დააჭირეთ ღილაკს "სარგებლობა".
შეძენის დეტალური ინსტრუქციისთვის გვერდის თავში მდებარე ბლოგი იხილეთ.

გამოყენება: ნებისმიერი ტიპის თმისა და ხშირი გამოყენებისთვის. აძლიერებს, კვებავს, ბზინვარებას, მოცულობასა და დრეკადობას მატებს თმას. თითქოს უმარტივესია თმის დაბანა და არავითარ სირთულეს ეს პროცედურა არ უკავშირდება, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, რაც თმის დაზიანების მიზეზი ხდება. 1) არასოდეს დაიბანოთ თმა ცხელი წყლით. ეს იწვევს სკალპის გადაშრობას, შედეგად კანი მეტ ცხიმს გამოიმუშავებს დასატენიანებლად, ირღვევა ლიპიდური ფონი, ვითარდება ჭარბცხიმიანობა და ცვენა. დაიბანეთ ნელთბილი წყლით და ბოლოს გადაივლეთ ცივი, რაც ხელს შეუწყობს სტრუქტურის შეკვრას და ზიანის აცილებას; 2) დაბანისას შამპუნი ჩაიგუბეთ ხელისგულში და მხოლოდ შემდეგ წაისვით თმაზე; 3) სწორად მოვლისას თმა არასოდეს საჭიროებს ყოველდღიურ ბანვას, საკმარისია კვირაში ორჯერ (გარდა გამოუვალი ან სპეციფიური სიტუაციებისა); 4) არასოდეს გაიმშრალოთ პირსახოცით უხეშად, დაიტოვეთ შეხვეული ან შეიშრეთ ფენით, მხოლოდ ჰაერის გრილი ნაკადით და არავითარ შემთხვევაში ცხელით; სარგებლობის რეკომენდებული ვადა 6 თვე სათავსის გახსნიდან.