აფრიკული კარიტე (Shea butter)

ძველი ფასი: GEL ₾47.60
GEL ₾40.30
დანაზოგი: GEL ₾7.30 (15%) დანაზოგი 15%
  • წაიკითხეთ ანოტაცია
  • აგრეთვე იხილეთ

აღწერა

მოცულობა: 220 გრ.  (207მლ)
შემადგენლობა: აფრიკული შიის 100% ნატურალური კარაქი, კარიტე.
კონსისტენცია: მყარი. ლღვება 32°C-დან
სახეობა: რაფინირებული

მწარმოებელი - განა. დაფასოებულია აშშ-ში


სარგებლობა

გამოყენება: 1) გამოიყენება ყველა ტიპის კანზე, ასაკის შეუზღუდავად. განსაკუთრებით სასარგებლოა სიმშრალისადმი მიდრეკილი კანისთვის; 2) აცხრობს გამონაყარს; 3) ებრძვის ლაქებს, ნაიარევს და ნაოჭებს; 4) აამებს ქავილს; 5) ამშვიდებს დამწვრობას (მზით/თერმული); 6) იდეალურია ცივ ამინდში დასკდომისგან დასაცავად; 7) ასწრაფებს ნაიარევის მოშუშებას; 8) არის სტრიების პრევენცია ორსულობისას და შემამცირებელი შემდგომ; 9) ამცირებს მყესებისა და კუნთების ტკივილს ვარჯიშის ან დატვირთვის შემდეგ; 10) გამოიყენება დერმატიტების, ეგზემის დროს; 11) მოიხმარება ჩვილების კანის მოსავლელად, მასაჟისთვის. ასევე ორსულობისას; 12) გაპარსვის შემდგომ, 13) თმის ნიღაბი (აღადგენს და კვებავს სკალპს, აშორებს ქერტლს, აძლიერებს თმის ბოლქვს, ხელს უწყობს ზრდას, ამცირებს ცვენას. შეიზილეთ სათანადო ოდენობა სკალპზე, გაიჩერეთ 1-2 საათი და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლითა და ნატურალური შამპუნით) 14) მოიხმარება როგორც დღიური მკვებავ-დამატენიანებელი. გარდა ამისა: უებარია კანის ნებისმიერი არასტანდარტული კონდიციისთვის, იქნება ეს მარტივი გამონაყარი, ეგზემა, აკნე თუ სხვა მდგომარეობა. გამოყენება შეიძლება ახალშობილის პამპერსის ქვეშ გამონაყარის პრევენციით დაწყებული, ზრდასრულ ასაკში აკნეთი თუ ნაოჭებთან საბრძოლველი საშუალების სახით წლის ნებისმიერ დროს, ყველა სქესისა და კანის ტიპისთვის. უმთავრესი დანიშნულებაა: -დატენიანება, -კუნთების მოდუნება, -სტრესის მოხსნა, -ნახეთქების, ნაპრალების, სტრიების, დაჭიმულობის, აქერცვლის, ეგზემის მკურნალობა. მასში უხვად შემავალი ვიტამინები კანს სათანადოდ კვებავს და გარემოს მავნე ზემოქმდებისგანაც იცავს. აქვს ბუნებრივი მზისგან დამცავი ფაქტორი SPF6. კარაქი მყარია, ლღვება 32 გრადუსიდან ზემოთ ტემპერატურაზე. - სწრაფად შესაზელად მცირე, ერთჯერადი დოზა შესაბამისი ჭურჭლით 5 წამით მიკროტალღურში მოათავსეთ ან საკეტიანი ჰერმეტული ცელოფნით ონკანის გამდინარე ცხელ წყალს შეუშვირეთ. გაცილებით მაღალეფექტურია არგანის/ჩაის ხის ზეთთან კომბინაციაში (იხილეთ აქვე ჩვენს ასორტიმენტში). უკუჩვენება არ გააჩნია, გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა. ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოყენების სასურველი ვადა - 9 თვე სათავსის გახსნიდან შეინახეთ გრილსა და მშრალ ადგილას.