- გახსენით ანოტაცია
- აქვე იხილეთ
მინერალური ქვის მასაჟორები ოდითგან სხეულის გამაჯანსაღებელ საშუალებად მოიხმარებოდა. მინერალებს სხეულის ტემპერატურაზე გათბობისა და განკურნების, ნეგატიური ენერგიის გამოდევნა-გაფანტვის უნარი აქვთ.
მგორავი მასაჟორი კანის ახალგაზრდობის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ზედაპირზე მოძრაობისას ის აძლიერებს სისხლი მიმოქცევას, რითაც ხელს უწყობს უჯრედებში ჟანგბადის უკეთ მიწოდებას და შესაბამისად დაბერების შეუქცევად პროცესს აყოვნებს. კანი სათანადოდ იკვებება, ინარჩუნებს და იმატებს ელასტიურობას, კოლაგენის გამომუშავების ბუნებრივი უნარი ხანგრძლივდება.
ცხადია მასაჟის ეს ხელსაწყო დამოუკიდებლადაც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა გაცილებით მეტი შედეგი პირველად მცენარეულ ზეთებთან კომბინაციაში სარგებლობისას მოაქვს. ჩვენ ვყიდით კანისთვის ყველაზე შესატყვის პირველად, ცივი დაწურვის ნატურალურ ზეთებს - როგორიცაა არგანი (Argan Oil), ოპუნცია კაქტუსი (Prickly pear seed oil), ალოე (Aloe vera oil) შემოტანილს პირდაპირ მწარმოებელი ფაბრიკებიდან და ფერმებიდან.
მასაჟორისა და ჩვენი არაკომედოგენური ზეთების კობინაცია სტაბილური, სისტემატური გამოყენებისას, ნაოჭებსა და მოდუნებულ უფერო, უსიცოცხლო კანზე დარდს დიდი ხნით დაგავიწყებთ.
გამოიყენება ნებისმიერ ზედაპირზე: სახე, ყელი, დეკოლტე, სხეულის სხვადასხვა ადგილი, კიდურები. მოიხმარეთ ფაქიზად, არ საჭიროებს ზეწოლას.
სახეობა: მასაჟორ-როლერი.
ფორმა: ნატურალური ქვა - ნეფრიტი (ჟადეიტი).
ფერი: მუქი ან ღია მწვანე.
დანიშნულება: მასაჟი და ლითოთერაპია. ნაოჭების პრევენცია, კანის ტონუსში მოყვანა, ფერის, ფაქტურის გაუმჯობესება.
შედეგი: ჯანსაღი, მბზინავი, ახალგაზრდა უნაოჭო კანი.
ორიგინალი პროდუქტი
(ინფორმაცია ამოცნობაზე:ნატურალური ქვა არაა ფერით ერთგვაროვანი და აღენიშნება ოდნავ ლაქებივით ფაქტურა.
არ იწვის ცეცხლში, არ იზოლება ბასრი საგნით დასერვისას, გაკაწვრისას არ რჩება ნაპრალი).
*შის კარაქთან ერთად სარგებლობისას მეტად ეფექტურია.
შის არარაფინირებული ორგანული კოსმეტიკური კარაქი შეიძინეთ ამ ბმულზე ➡️ http://zereshop.ge/oils/shea-unref/
ვრცლად გასაცნობად დააჭირეთ ღილაკს - "სარგებლობა".
შეძენის დეტალური ინსტრუქციისთვის გვერდის თავში მდებარე ბლოგი იხილეთ.
Jade Massager for better skin