ფორთოხლის ყვავილის ნატურალური წყალი

ძველი ფასი: GEL ₾25.00
GEL ₾22.00
დანაზოგი: GEL ₾3.00 (12%) დანაზოგი 12%

მოცულობა: 100მლ. -
სახეობა: ნეროლის (ფორთოხლის ყვავილი) 100% ნატურალური ჰიდროლატი.

წარმოებულია მაროკოში.

ვრცლად გასაცნობად დააჭირეთ ღილაკს "სარგებლობა".
სათავსი შესაძლოა მცირედ სხვაობდეს სურათისგან.
შეძენის დეტალური ინსტრუქციისთვის გვერდის თავში მდებარე ბლოგი იხილეთ.

 

გამოყენება: ფორთოხლის ყვავილის ნაზი და საამო არომატიანი წყალი ყველაზე სათუთსა და მგრძნობიარე კანსაც კი საფუძვლიანად წმენდს, ასუფთავებს მავნე ზედაპირული ნარჩენებისა და კანის მკვდარი ნაწილაკებისგან, აუმჯობესებს ფერს, ფაქტურას, ზოგად იერს და სისხლის მიმოქცევას, რითაც უჯრედებს შორის ჟანგბადის სწორდ მიმოქცევას უწყობს ხელს. -იდეალურია მაკიაჟის მოსაცილებლად, -ცხელ დღეებში სახისა და სხეულის ცვრად, -ფორების შესაკრავად და კანის გასაჯანსაღებლად. (დეკოლტესა და ყელის არის სტიმულაციისთვის დააწვეთეთ ბამბაზე ჩვეულებრივად ან ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი საყინულეში, ყინულის კუბების დამზადებისას, წაისვით სუფთა კანზე). გამოიყენება თმის გამომაცოცხლებლად და მსუბუქი ამბრის მისანიჭებლად. ამავე დროს ნერვულ სისტემას ამშვიდებს და შფოთვასაც აქრობს. ნაოჭების პრევენციისა და ელასტიურობის შენარჩუნებისთვის ნეროლის წყლით კანი დილა-საღამოს გაიწმინდეთ. გააგრილეთ მაცივარის ქვედა თაროზე 10-15 წუთი, დაღლილობისა და შეშუპების მოსახსნელად ბამბის რგოლებით ქუთუთოებზე დაიფინეთ. დღის განმავლობაში კანის გამოსაცოცხლებლად და შესაფხიზლებლად ცვრის სახით შეისხურეთ. გამოიყენეთ მაკიაჟის მოსაცილებლად და ასევე ფუძედ. მისით შესაძლებელია მობეზრებული სუნამოს არომატის გაახლებაც. ნებისმიერი ტიპის კანისთვის. გამოყენების სასურველი ვადა - 6 თვე სათავსის გახსნიდან შეინახეთ გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას.