ლავანდის ნატურალური წყალი

ძველი ფასი: GEL ₾30.00
GEL ₾25.00
დანაზოგი: GEL ₾5.00 (17%) დანაზოგი 17%

რაოდენობა: 100 მლ.
სახეობა: ნატურალური ლავანდის წყალი. 100% ნატურალური
მწარმოებელი: მაროკოს აგროფერმა

სარგებლობის სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ანოტაცია

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენება: ➡ამკვრივებს კანს, ასუფთავებს და კრავს ფორებს; (ბამბით იწმინდება სახე, კისერი, დეკოლტე) ➡გაპარსვის შემდგომ, ამშვიდებს და ადეზინფიცირებს; ➡სახის დაბანვის მომდევნო ლოსიონის სახით, მაკიაჟის მოსაშორებლად; ➡დამწვრობის დამაამებელი საშუალება ან გარუჯვის შემდეგ შეწითლების, ტკივილის შემთხვევაში. ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას; ​➡აცხრობს აკნეს, ანთებით პროცესებს, ამცირებს ჭარბცხიმიანობას; ​➡აძლიერებს ბუნებრივად განკურნება-აღდგენით თვისებებს; ➡ამსუბუქებს კუნთების ტკივილსა და დაძაბულობას, შესიებას, ქავილს; (კომპრესის სახით) ➡გამოიყენება როგორც ანტიპერსპირანტი, დეზოდორანტის ნაცვლად; ➡სასარგებლოა ფაქიზი, დერმატიტისადმი მიდრეკილი კანისთვის ჩვილობიდან ზრდასრული ასაკის ჩათვლით; ➡კარგია ყინულის კუბების სახით, წყალთან ერთად 1:1 - აცხრობს ანთებას, გამონაყარს; ➡გაციებისას ყელში ან პირის ღრუში გამოვლებით (1:1 პროპორციით) ამსუბუქებს ტკივილს. აქრობს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს, შველის სტომატიტს; ➡მოიხმარება კოსმეტიკური თიხის გასაზავებლად ნიღბის გაკეთებისას, წყალთან ერთად ან მის ნაცვლად; ➡არომათერაპიისას (აბაზანაში შერეული, სანთელზე დაწვეთებული არაპირდაპირი შეყნოსვისას) აუმჯობესებს განწყობას, ძილს, ხსნის სტრესს, აგზნებადობას. ➡მასაჟამდე ტანზე დაფრქვევა აძლიერებს სამასაჟე ზეთის მოქმედებას, შეწოვას და ზოგად თერაპიულ შედეგს; თმა: არეგულირებს ლიპიდურ ბალანსს. ზედაპირს ბზინვარებას უბრუნებს და აქრობს ქერტლს, შველის სიმყიფეს, ბოლოების გაყოფას (მიისხურეთ დაბანის შემდეგ ან უბრალოდ დღის განმავლობაში); გამოიყენება პარაზიტების (ტილების) მოსაცილებლად, მწერების რეპელენტად (კოღო); უკუჩვენება არ გააჩნია, გარდა არომატის ინდივიდუალური აუტანლობისა. ნებისმიერი ტიპის კანისთვის.