ძველი ფასი: GEL ₾20.00
GEL ₾10.00
დანაზოგი: GEL ₾10.00 (50%) დანაზოგი 50%
  • მოცულობა: 50 გრ.
    სახეობა: თეთრი კოსმეტიკური თიხა - ბენტონიტი. 

    ფორმა: ფხვიერი. 
  • კანის ტიპი: კომბინირებული და ცხიმიანი 

 

  • მოპოვებულია საფრანგეთში, დაფასოებულია საქართველოში 

  • საჭიროების შემთხვევაში შეძენის დეტალური ინსტრუქციისთვის მთავარი გვერდის ზედა მენიუში მდებარე სექცია "ბლოგი" იხილეთ.
გამოყენება: იდეალურია კომბინირებული და ცხიმიანი კანის მოსავლელად. სარგებლობა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ინდივიდუალურად მორგების მიხედვით. მცირედი სიწითლე დასაშვებია. არ გადააჭარბოთ გამოყენების მითითებულ დროს. სახის ნიღაბი: ნახევარი ჩ/კ თიხის ფხვნილი, ერთი ჩ/კ თბილი წყალი (სასურველია გადადუღებული, შესაძლოა ონკანისაც), 3-4 წვეთი ნედლი ზეითუნის ზეთი (არარაფინირებული) აურიეთ და არადენად კონსისტენციამდე მიიყვანეთ. წაისვით სახეზე თვალებსა და ტუჩებიდან მოშორებით, გაიჩერეთ 10-15 წუთი (ინდივიდუალურად დაარეგულირეთ). თიხა არ უნდა გადახმეს სახეზე, თუ მალე შრება, ნამიანი თითებით დაატენიანეთ. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და კანი თქვენთვის სასურველი პროდუქტით დაიტენიანეთ. თმისთვის: იდეალურია სკალპისა და თმის მოსავლელადაც. არეგულირებს ცხიმიანობას, ასუფთავებს და ამაგრებს ძირებს, ხელს უწყობს ზრდას. შამპუნის ერთჯერად დოზაში გაურიეთ 1/2 ჩ/კ თიხის ფხვნილი, შეიზილეთ და გაიჩერეთ 2-3 წუთი. გულმოდგინედ ჩამოიბანეთ თბილი (და არა ცხელი) წყლით. კანზე აშორებს ჭარბ ცხიმს, არეგულირებს მჟავატუტოვან, ლიპიდურ და ჰიდრობალანსს. კანს სძენს ჯანსაღ იერს, გლუვ ფაქტურას, ამცირებს წვრილ მიმიკურ ნაოჭებს, აყოვნებს ახლის წარმოქმნა-გაღრმავებას. დამატენიანებელი დანიშნულებით ნიღაბს დაუმატეთ ნედლი ზეითუნის, ტკბილი ნუშის, ავოკადოს ზეთები. აკნეს, გამონაყარის ან კომედონების მოსაცილებლად დაუმატეთ ჩაის ხის ზეთი, გვირილის ზეთი ან წყალი. ნორმალური/მგრძნობიარე კანისთვის. აქვე შეიძინეთ მწვანე თიხა "ილიტი". შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.