სახისა და ტანის ფიჭის საცხი

GEL ₾23.00
შეარჩიეთ ჩამონათვალიდან და დაამატეთ კალათში
010043
გაყიდვაშია

აღწერა

მოცულობა: 50 გრ.
სახეობა: - 100% ნატურალური სახის, სხეულის, ტუჩის საცხი სუფთა ფიჭის ფუძეზე.

შემადგენლობა: - ფიჭა, პირველადი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, გულყვითელას ექსტრაქტი,
E ვიტამინი, სხვადასხვა ნატურალური ექსტრაქტი/ეთერზეთი საამო არომატისთვის.
წარმოებულია საბერძნეთში.

შეძენის დეტალური ინსტრუქციისთვის გვერდის თავში მდებარე ბლოგი იხილეთ.

სარგებლობა

გამოყენება: თაფლივით სასარგებლო! 1) სახის მკვებავ დამატენიანებელი, ნაოჭსაწინააღმდეგო. 2) სხეულის მკვებავ დამატენიანებელი, დრეკადობის მომამატებელი. 3) ხელის საცხი 4) სიწითლის და აკნეს მომაშუშებელი 5) გარქოვანებული ზედაპირის დამარბილებელი 6) აღმდგენი, ასწრაფებს შეხორცების პროცესს. საცხი აღადგენს კანს, კვებავს, ებრძვის ნაოჭების წარმოშობა-გაღრმავებას, შესიებას, პიგმენტაციას. აამებს დამწვრობას, უხვად ატენიანებს, ამდიდრებს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, შველის გამონაყარს, აკნეს. არბილებს ფეხის ქუსლის გარქოვანებულ ზედაპირს, ხელს უწყობს რეგენერაციას. _________ ის, რაც ბუნებამ შექმნა, ყოველთვის საუკეთესოა. ნატურალური მალამო პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთით, სუფთა ფიჭით, E ვიტამინითა და გულყვითელას ზეთით ყველა ოჯახში უნდა იყოს. ამ არაჩვეულებრივ საშუალებას ემატება ნატურალურივე მცენარეული ცივი დაწურვის ექსტრაქტები საამო სურნელისა და არომათერაპიისთვის - ნესვი, ალუბალი, მანგო, პიტნა და სხვა. უბრალო დამატენიანებლით თუ კანის მოსაშუშებელი საშუალებით დამთავრებული მცირე ოდენობა დიდხანს გეყოფათ. ეს ის მალამოა, რომელიც გამომშრალი/აქერცლილი კანის, გაუხეშებული ტერფების საზრდოდ და იმედად ჩანთაში მუდამ უნდა გედოთ. კანის ყოველდღიურ სტანდარტულ დამატენიანებლად და მკვებავადაც მოიხმარება - შეგიცვლით მრავალ სხვა საცხს და სულ მცირე ადგილს დაიკავებს. !არ ისარგებლოთ თაფლზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში! გამოყენების სასურველი ვადა - 10 თვე სათავსის გახსნიდან შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.