ხნა - თმის ნატურალური საღებავი და აღმდგენი

GEL ₾20.00

მოცულობა: 100 გრ.
სახეობა: ნატურალური საუკეთესო ხარისხის ხნა თმის შესაღებად და გასაჯანსაღებლად. გამოიყენება მოსახატადაც
(იგივე დროებითი ტატუ).

წარმოებულია მაროკოში.

ვრცლად გასაცნობად დააჭირეთ ღილაკს "სარგებლობა".
შეძენის დეტალური ინსტრუქციისთვის გვერდის თავში მდებარე ბლოგი იხილეთ.


გამოყენება: მაროკოს ხნას არ აქვს ანალოგი არც ხარისხში და არც შედეგიანობაში, აღიარებულია საუკეთესოდ და უაღრესად ძვირფას საშუალებად. ყურადღება! - ხნამ რომ იქონიოს ეფექტი აუცილებელია ქვემოთ მითითებული წესის განუხრელად დაცვა. როგორ მოვიხმაროთ ხნა სწორად? იმისათვის, რომ ხნამ თმა არ გამოაშროს, წყლის ნაცვლად გახსენით შემთბარ რძეში (სითხე არ უნდა იყოს ცივი და არც ცხელი). თქვენი თმის სიგრძის შესაბამისი რაოდენობა ნელნელა, მცირე დოზების დამატებით გააზავეთ რძეში სქელი პასტის/პიურეს კონსისტენციამდე, სურვილისამებრ (უფრო ყავისფერი ელფერისთვის) დაამატეთ 2-3 სკ. ჩაის მუქი ნაყენი და ფერის გამოსაცემად მთელი ღამით დატოვეთ შუშის ან პლასტმასის ცელოფანგადაკრულ ჭურჭელში. დილას გადაურიეთ, წაისვით თმაზე ფესვიდან ძირამდე, შეიფუთეთ პარკით და დააცადეთ 2-3 საათი. შემდეგ სურვილისამებრ შამპუნით ან უშამპუნოდ კარგად ჩამოიბანეთ. თმა მიიღებს მოყავისფრო-მოწითალო ელფერს, გახდება ჯანმრთელი, დრეკადი, დამყოლი და ხავერდოვანი. რეკომენდებული გამოყენება - თვეში 2-ჯერ. უკუჩვენება არ გააჩნია, გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა. ნებისმიერი ტიპის თმისთვის. გამოყენების სასურველი ვადა - 6 თვე სათავსის გახსნიდან შეინახეთ გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას.